"ძალიან ცუდი რაღაც მოხდა... ამ სიყვარულით წავალ ამ ცხოვრებიდან" - ლოლა წერეთელი მეუღლესთან დაშორებას აღიარებს
საზოგადოება - 15:05, 01 Apr, 2019     5930

მომღერლების წყვილი, ლოლა წერეთელი და გიორგი წერეთელი ერთმანეთს გაშორდნენ. ამის შესახებ ხმები დიდი ხანია დადის, თუმცა ამის შესახებ არც ერთი საუბრობდა.

რადიო ,,არ დაიდარდოში”, თაკო მელიქიშვილის გადაცემაში ლოლა წერეთელმა პირველად ისაუბრა ამ დაშორების შესახებ და ეს ამბავი დაადასტურა. კითხვაზე, ეძღვნება თუ არა ახალი სიმღერა მის ყოფილ ეუღლეს, ლოლამ ასე უპასუხა:

-დავიწყოთ იქიდან, რომ დიდი მადლობა უნდა გადავუხადო რუსა მორჩილაძეს, რომელმაც დამიწერა სიმღერა ,,მადლობა ამისთვის”. ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს. წელიწადნახევარი მზადდებოდა, მაშინ მე და გიორგი ერთად ვცხოვრობდით, სულ გასტროლებზე ვიყავით და ბევრი დრო გავიდა. ახალ წლამდე ერთად ვცხოვრობდით. ნანუკას გადაცემა რომ ჩაიწერა, ჩვენ მაშინაც ერთად ვიყავით.

ეს სიმღერა მას არ ეძღვნებოდა, ასე დაემთხვა. ცუდი რამ მოხდა… მე ჩემი მეუღლე მიყვარდა, მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება. ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული და ამ სიყვარულით წავალ ამ ცხოვრებიდან. არასდროს მყვარებია ისე, როგორც მიყვარს გიორგი. არც ვამბობ, ყოფილი მეუღლე-მეთქი. ცხოვრების ბოლომდე ჩემი ქმარი იქნება. ვამბობ სიტყვას – ,,მიყვარს…”.

რაც მთავარია, არ ვარ ცუდად, არ ვარ პანიკაში. მადლობელი ვარ, რაც იყო და რითაც ახლა ვცხოვრობ. მხიარული ვარ. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მე მომღერალი ვარ და როგორც მომღერალი, როგორც ქალი, ვალდებული ვარ, კარგად ვიყო. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ღმერთმა იცის, რა მოხდება.

-შეიძლება ისევ ერთად იყოთ? გაქვს ამის იმედი?

-იმედი ბოლოს კვდება (იღიმის).

-როცა შენს ფიქრებთან მარტო რჩები, როგორ ხარ?

-რვა წელი სცენაზე ერთად ვმღეროდით. კარგად მახსოვს და სულ მემახსოვრება. სულ დავდივარ, კონცერტები მაქვს… არ დაიდარდო, ფორტუნა (ორი ვიდეო – ინტერვიუს ჩანაწერი და ახალი სიმღერა)



წყარო: ჟურნალი "სარკე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42