თსუ-ში სეზონური სკოლა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019" გაიხსნა
საზოგადოება - 14:22, 01 Apr, 2019     748

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სეზონური სკოლა, რომელიც „მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენციის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ ფარგლებში იმართება.

„ბიოტექნოლოგიების მიმართულებით სეზონური სკოლა უკვე მეორედ ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბევრი მკვლევარია ჩამოსული მრავალი ქვეყნიდან, რომლებიც მუშაობენ წამყვან კვლევით ორგანიზაციებში. უცხოელი სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად, წარმოადგენენ ბიოტექნოლოგიის დარგში მიმდინარე ინოვაციური კვლევის შედეგებსა და თანამედროვე მიღწევებს,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სეზონური სკოლის გახსნაზე.

თსუ საბაკალავრო პროგრამის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ ხელმძღვანელის ნინო ინასარიძის თქმით, „სკოლა-კონფერენცია ბიოტექნოლოგიებში ძირითადად გათვლილია მომავალ მეცნიერებზე - მაღალი კურსის სტუდენტებზე, მაგისტრანტებზე და დოქტორანტებზე. როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პედაგოგები გააკეთებენ მოხსენებებს. ახალი ცოდნის მიღება ძალიან საინტერესოა; ეს არის ოცდამეერთე საუკუნის მეცნიერება, რომელიც ყოველდღიურად ძალიან სწრაფად ვითარდება.“

სეზონურ სკოლაში მონაწილეობენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევითი ცენტრებში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები. მათ შორის: პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), პასტერის ინსტიტუტი (საფრანგეთი), მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ); ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), სალონიკის უნივერსიტეტი (საბერძნეთი), ტერამოს უნივერსიტეტი (იტალია), სენტ იშვანტის უნივერსიტეტი (უნგრეთი), ართვინის უნივერსიტეტი (თურქეთი), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი/NCDC, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია; გ.ელიავას სახელობის. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა. აგრეთვე, ქართული სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები. სეზონური სკოლა, რომელიც 3 აპრილამდე გაგრძელდება, თსუ-ს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიების გახსნითი ლექცია „ვირუსების როლი ბიოსფეროში და მათი ბიოტექნოლოგიური პოტენციალი“ წაიკითხა პარიზის პასტერის ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა დავით ფრანგიშვილმა, რომელიც მსმენელებს ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე ესაუბრა.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიულ ზრდას. სკოლა-კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია, მოიცავს კვების, ჯანდაცვის, აგრარული და გარემოს დაცვის მიმართულებებს.

ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციებია: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42