ტრაგედია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე - კომპანია „ტრანსმშენი“, რომელიც მშენებლობას ახორციელებდა, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნულ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება ამავე კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკისრებოდა. კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს.
„კომპანია “ტრანსმშენი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის #5-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო, კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულებით, პასუხისმგებელი იყო ამ სამუშაოების წარმობის დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები. გარდაცვლილი თანამშრომლები იყვნენ ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს ამ უაღრესად დიდ დანაკლისს. გამოვთქვამთ სრულ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ მშენებლობისას მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






