თურქეთის მოქალაქეებმა „დიდი ქალაქის მერები“, „ქალაქის მერები“, „მუნიციპალური საბჭოს წევრები“ და „სოფლებისა და უბნების გამგებლები და უხუცესთა საბჭოს წევრები“ აირჩიეს.
თურქეთის სამი მთავარი ქალაქიდან 2-ში ამ დროის მონაცემებით ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. ქვეყნის დედაქალაქში, ანკარაში 50.9%-ით „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატი მანსურ იავაშმა გაიმარჯვა. სტამბოლში სადაც ხმების 98%-ია დათვლილი, მცირე სხვაობით იგებს მმართველი პარტიის კანდიდატი ბინალი იილდირიმი მას 48.7% აქვს, რესპუბლიკური სახალხო პარტიის კანდიდატს ერკემ იმამოღლუს კი 48.65%. ქალაქ იზმირში ასევე ოპოზიციის კანდიდატმა მუსტაფა ტუნჩ სოიერმა მოიპოვა გამარჯვება 58.02%-ით. ასევე ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს საქართველოს საზღვრის მიმდებარე ართვინისა და არდანის პროვინციებში და ხმელთაშუაზღვისპირა პროვინციებში
მასალის გამოყენების პირობები






