საარჩევნო სიებში რეგისტრირებული 57 მილიონი ადამიანი 1289 ქალაქის მერს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და საკრებულოების დეპუტატებს ირჩევს.
ქვეყნის 4 წამყვანი პარტია 2 ბლოკად არის გაერთიანებული - "სახალხო ალიანსი", სადაც მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" და ნაციონალისტური მოძრაობის პარტიებია გაერთიანებული და "ეროვნული კავშირი", რომელშიოც ოპოზიციური პარტიები - რესპუბლიკური სახალხო პარტია და IYI (კარგი) პარტიაა გაერთიანებული.
ანალიტიკოსების შეფასებით, დღევანდელი კენჭისყრა ერთგვარი ტესტია რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლიდან "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" თვითმმართველობის არჩევნები არცერთხელ დამარცხებულა, ამჯერად, შესაძლოა არჩევნები სტრატეგიულ რეგიონებში წააგოს, მათ შორის ანკარაში და სტამბოლში.
მასალის გამოყენების პირობები






