"ნაწამები, ნაცემი, დაჭრილი, ხელმოტეხილი და ყურმოგლეჯილია" - ხონის ფსიქიატრიული კლინიკის პერსონალს პაციენტის ცემაში ადანაშაულებენ
შემთხვევა - 18:00, 29 Mar, 2019     2775
60 წლის ქალის ოჯახის წევრები ხონის ფსიქიატრიული კლინიკის მედპერსონალს ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტის სიკვდილამდე მიყვანაში ადანაშაულებს.

ისინი "რუსთავი 2"-ს უყვებიან, რომ შუახნის ქალბატონი ფსიქაიატრიული კლინიკიდან ქუთაისის კლინიკაში 17 მარტს გადაიყვანეს, თუმცა ოჯახს ეს ფაქტი დაუმალეს.

პაციენტის და ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას ძალადობის ფაქტი გარეგნულადაც ეტყობა.

„ექიმი მეუბნება,რომ შენი და არის მომაკვდავი, შეერთებულია აპარატზე და თუ ჰყავდა ამ ქალს ვინმე არ ვიცოდითო. ავდივართ ზემოთ და ვხედავ სურათს, ჩემი და არის ნაწამები, ნაცემი, დაჭრილი, ხელმოტეხილი, თვალები თითქმის ამოგდებული, ყური მოგლეჯილი და როგორ ფიქრობთ, ამას ვაპატიებ?“-ამბობს პაციენტის და.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ოჯახი მის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა ექიმებმა მათ უთხრეს, რომ ქალს ჰაერის უკმარისობა ჰქონდა და საავადმყოფოში იმყოფებოდა.

მოგვიანებით, ოჯახის წევრების განცხადებით, მათ თავად კლინიკიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მათი ოჯახის წევრი კრიტიკულ ვითარებაში ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, 60 წლის ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში ბოლო ორი წელია მკურნალობს.

როგორც ქუთაისში „ჰოსპიტალ სერვისში“ აცხადებენ, პაციენტის საავადმყოფოში შეყვანისას ფსიქიატრიული კლინიკის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ქალმა ზოგი დაზიანება თავად მიიყენა, ზოგიერთი კი თავბრუსხვევის დროს წაქცევისას მიიღო.

თავად კლინიკაში კი „რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფს სხვა ინფორმაცია მიაწოდეს. მათი განცხადებით, ქალს ეპილეფსიური შეტევები აწუხებდა, ერთ-ერთი შეტევის დროს დაეცა და დაზიანებები მიიღო.

გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო,რაც ძალადობას გულისხმობს.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42