ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2018 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 122 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (656 კაცი)

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს 416 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა. ამასთან, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) წინა წელთან შედარებით 1.5 პუნქტით შემცირდა და 8.1 პრომილე შეადგინა.
ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტის ანალოგიურად, 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2017 წელთან შედარებით 1.4 პუნქტით შემცირდა და 9.8 პრომილე შეადგინა.
2018 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 15.7 პროცენტით შემცირდა და 4 614 შეადგინა.

2018 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
მასალის გამოყენების პირობები






