
2018 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (16 161 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (328 ბავშვი).

დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 38.9 პროცენტიდან 37.9 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 22.6 პროცენტიდან 23.4 პროცენტამდე აიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.

წინა წელთან შედარებით 2018 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 32.7 პროცენტიდან 31.1 პროცენტამდე შემცირდა. 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 64.6 პროცენტიდან 66.0 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი თითქმის უცვლელია.

2018 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 25.6 წლით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები






