საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალთა გაძლიერების ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა
საზოგადოება - 12:50, 29 Mar, 2019     619

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, განაგრძობს ქალ მეწარმეთა მხარდაჭერას და მესამე წელია მხარს უჭერს კონფერენციას-ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში. ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ და ახალი ფორმატით ჩატარდა, რაც გულისხმობს “women talk” / ქალები საუბრობენ ფორმატს. ფორმატი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ტურიზმში და ზოგადად მომსახურების სფეროში. აღნიშნული კონფერენცია ქალთა ყველაზე მსხვილი კონფერენციაა საქართველოში და წარმოადგენს გასული წლის ქალთა გაძლიერების კუთხით შემაჯამებელ ერთგვარ ანგარიშს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს წარმატებულმა ქალბატონებმა როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ქალბატონებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და წარმატების მაგალითები. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მეწარმე ქალთა მომსახურების სერვისების გამოფენა. ღონისძებაზე გამოვლინდნენ წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

საქართველოს ბანკი უკვე წლებია ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყონ სრულიად ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი. საქართველოს ბანკმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარებისთვის მიზნით. პროექტის ფარგლებში - 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა.

ქალთა გაძლიერების კვირეული USAID-ის პროექტის - „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) საქართველოში, და „მეწარმე ქალთა საბჭო” (WBCG)-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ბანკი მარტის ქალების თვედ გამოცხადების ფარგლებში უწევდა მხარდაჭერას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42