ირანელი რეპერის სიტყვები საქართველოზე - რა თქვა სინამდვილეში და ვის აწყობს ანტიირანული გამოსვლები
საზოგადოება - 12:09, 29 Mar, 2019     6318
ირანელი რეპერის ამირ თაათალუს 24 მარტს თბილისში გამართულ კონცერტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვნებათაღელვის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული კონცერტის ჩანაწერი, სადაც ირანელი რეპერი თითქოს ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიდეოს ადევს ტიტრები „მარიხუანის მოწევა თუ მომინდება, კანონით მეკრძალება? და რომ მოვწიო, ქართველებმა რა @ლე უნდა მომჭამონ?“.


აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთი აღმოსავლეთმცოდნე გამოეხმაურა. აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძის თქმით, რომელსაც სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში აქვს თარგმნილი, ვიდეოს არასწორი თარგმანი ადევს, სინამდვილეში რეპერი ამბობს „მე რომ მოვწიო, რა მოხდებაო?“.

როგორც ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს, საინტერესეოა, ვის აძლევს ხელს ირან-საქართველოს დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობების დაძაბვა, მსგავსი პრობლემების ხელოვნურად შექმნით.

ამ თემას გამოეხმაურა ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი ვასილ პაპავაც და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა:

„მეგობრის მიერ ნათარგმნი ირანელი რეპერის ვიდეოგამოსვლა:

"აი იმ უზრდელური სიტყვების ადგილზე ეგ სულელი ბიჭი ჩუმდება... სიტყვიერად მსგავსი არაფერი უთქვამს, არც ყ** და არც მოგვჭამონ და არც არაფერი... უბრალოდ სიჩუმე ესე გაიგეს. მანდ შეიძლება იგულისხმა ფეხებს ვერ მომჭამენ, შეიძლება იგულისხმა ვერაფერს ვერ მიზამენ, მაგრამ სიტყვიერად პირით ანუ სიტყვა არ უთქვამს.

მე თუ მკითხავ, ეს იყო მაყურებელზე გათვლილი ტინგიცობა, სიცანცარე და იდიოტიზმი, რომელიც დაჟე თავისი მოფიქრებულიც არაა, ვიღაცამ მიაწოდა რაღაც მახორკის მაგვარი, სიგარეტია თუ რაა ვაბშე არ ჩანს და მერე დარბაზი უყვირის მოწიე მოწიეო... კიდე კაი ტვინი ეყო და არ მოწია მართლა... მოკლედ, სიტყვა "*** არ მოგვჭამონ" მსგავსი არაფერი უთქვამს ამ იდიოტს და თვითონ რა იგულისხმა რო გაჩუმდა ან სხვამ რა გაიგო ამხელა ამბავი ატეხეს... მიწები მიაქვს რუსეთს ყოველ დღე საზღვრებს წევს აქეთ და ფეხზე კიდია ყველას და ამაზე რამხელა ამბავი ატეხეს...".

P.s. ფოტოზე კი კიდევ ერთი თარგმანი...“

მიუხედავად სპარსული ენის მცოდნეების მიერ გავრცელებული თარგმანებისა საზოგადოების იმ ჯგუფს, რომელიც ანტიირანული და ანტითურქული გამოსვლებით ადრეც გამოირჩეოდა, ჯიუტად არ სურს დაჯერება, რომ ირანელ რეპერს ქართველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გეგმავს. ირანის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქცია დიმიტრი ლორთქიფანიძემ დააანონსა, რომელიც „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42