სოციალური მუშაკები გაფიცვას განაგრძობენ. მათ ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
"არცერთი სოციალური მუშაკი არ უბრუნდება სამსახურს, გაფიცვის გონივრული ვადა გვაქვს მანამ სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები.
ეს იყო პირველი კომუნიკაცია მინისტრთან, თითოეულ პუნქტზე საჭიროა შეთანხმება ყველა სოციალურ მუშაკთან,სოციალური მუშაკები ვინარჩუნებთ ერთიანობას, ეს ნიშნავს რომ ყველა სოციალურ მუშაკს ხულოში, წალკაში, თბილისში ვეკითხებით პოზიციას და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევწყვეტთ გაფიცვას, თუ ყველა სოციალური მუშაკისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი მოთხოვნები"-განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა სოც მუშაკმა მარიამ ბანძავამ.
დავით სერგეენკოსთან შეხვედრა თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა უშედეგოდ.
მასალის გამოყენების პირობები






