გარდა ამისა დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა КГБ-ს ყოფილ ოფიხერ მიხაილ გოლოვატოვს.
1991 წლის 13 იანვარს საბჭოთა სამხედროებმა ვილნიუსის ტელეცენტრი შტურმით აიღეს. ლიეტუვას დედაქალაქში შეტაკებები მოხდა სამხედროებსა და ლიეტუვას დამოუკიდებლობის მომხრეებს შორის, რის შედეგადაც დაიღუპა 14 და დაშავდა 1000-ზე მეტი ადამიანი.
ბრალი მთლიანობაში რუსეთის, ბელორუსის და უკრაინის 67 მოქალაქეს წარუდგინეს, უმრავლესობა მათგანს დაუსწრებლად.
94 წლის იაზოვს ბრალი ედება 1990 წლის ბოლოს 160 სამხედროსა და პოლიტიკური ფიგურისგან ორგანიზებული ჯგუფის შექმნაში, რომლის მიზანიც იყო ლიეტუვას რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ბრალდების მხარე თვლის, რომ მან დაჯგუფება შექმნა საბჭოთა კავშირის საგარეო უწყების ყოფილ ხელმძღვანელთან ბორის პუგოსთან, КГБ-ს ხელმძღვანელ ვლადიმირ კრუჩკოვთან და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივან ოლეგ შენინთან ერთად.
იაზოვს ბრალი ედება იმაში რომ ის ამზადებდა ლიეტუვაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმას, ასევე ადგენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ნუსხას, რომელიც ხელში უნდა ჩაეგდოთ, მათ შორის იყო სახელისუფლებო შენობებიც.
მასალის გამოყენების პირობები






