მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა
საზოგადოება - 23:10, 26 Mar, 2019     4261

88 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაცივალა. მსახიობი ბოლო თვეების განმავლობაში ავადმყოფობდა. ნოდარ მგალობალიშვილი საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო.

ნოდარ მგალობლიშვილი 1931 წლის 15 ივლისს დაიბადა. ბავშვობიდანვე სურდა ოპერის მომღერლობა, მაგრამ 1950 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მან დარდისგან ხმა დაკარგა და კონსერვატორიის მისაღებ გამოცდებზე ვერ გამოცხადდა. სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთი ახლო მეგობრის რჩევით ამავე წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში მსახიობად. თავდაპირველად ის ასრულებდა მარტივ, დადებით როლებს. მაგრამ მალევე იპოვა საკუთარი თავი სპეციფიკური როლების შემსრულებელში. ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება. უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში".

კინოკარიერა მგალობლიშვილმა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის "სიყვარულის ფორმულაში" გრაფი კალიოსტროა.

1986-დან ნოდარ მგალობლიშვილმა კინოში ტემპი შეანელა. ამ პერიოდში გადაღებული ნამუშევრებიდან მან ითამაშა ედმონდ სეშანის "ზღვის მაშვრალში", ზაზა ილურიძის "ანთიმოზ ივერიელში", რუსულ ტელესერიალში "სახელად ბარონი" და ა.შ.

მგალობლიშვილის მსახიობურ ოსტატობას თან ერთვის სიღრმისეული და ინტელექტუალური ხედვა ნათამაშები როლებისა, რაც მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.

ის საქართველოს დამსახურებული არტისტია 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.

ნოდარ მგალობლიშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ჰყავს მეუღლე, ვაჟიშვილი, ორი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42