„გიორგაძემ ორკესტრის სამართლიან მოთხოვნას ნიკოლოზ რაჭველის დამცირებითა და მუქარით უპასუხა“ - ეროვნული მუსიკალური ცენტრი
საზოგადოება - 20:36, 26 Mar, 2019     1051

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მენეჯმენტი განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს მიხეილ გიორგაძის განცხადებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგაძემ სამართლიან მოთხოვნას ნიკოლოზ რაჭველის დამცირებითა და მუქარით უპასუხა:

„კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ ორკესტრის სამართლიან მოთხოვნას საკონცერტო დარბაზით უზრუნველყოფის შესახებ ნიკოლოზ რაჭველის დამცირებითა და მუქარით უპასუხა. მან დღეს გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ნიკოლოზ რაჭველს დაემართა გიგანტომანია და რომ შესაძლოა ორკესტრის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. იგი აგრეთვე, შეეცადა ციფრებით მანიპულირებას.

1. მიხეილ გიორგაძეს თბილისის საკონცერტო დარბაზი რატომღაც გიგანტური მოეჩვენა ეროვნული ორკესტრისთვის და არანაირ დისკომფორტს არ უქმნის ის ფაქტი, რომ დარბაზი წელიწადში თითქმის 300 დღე უმოქმედოდ დგას და სრულ დეგრადაციას განიცდის სფერო, რომელიც ყველა ქვეყანაში დიდი წარმატებით ვითარდება.

2. სამარცხვინოა, რომ 2014 წლიდან მოყოლებული კულტურის სამინისტროს სათავეში მდგარმა ადამიანმა ისიც კი არ იცის, თუ რა დებულებით იმართება სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ რაჭველს ის ვერც დანიშნავს და ვერც მოხსნის, რადგან ეს კომპეტენცია მხოლოდ ეროვნულ ორკესტრს და სამხატვრო საბჭოს გააჩნია გია ყანჩელის ხელმძღვანელობით. ნიკოლოზ რაჭველი 2017 წლის 4 დეკემბერს 4 წლის ვადით ხელმეორედ იქნა არჩეული ეროვნული ორკესტრის მიერ.

3. რაც შეეხება ციფრებით მანიპულირებას, 2018 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ მიხეილ გიორგაძეს და ცენტრის ხელმძღვანელობას დაევალა დარბაზის აშენებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და სხვა დეტალების მოკვლევა გამოცდილი არქიტექტორული კომპანიების ბაზაზე, საიდანაც გაირკვა, რომ სიმფონიური მუსიკისთვის განკუთვნილი დარბაზის მშენებლობა 40-45 მილიონი ევროს ინვესტირებას მოითხოვდა.

4. ჩვენ იმთავადვე მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც თანამედროვე სტანდარტებს ვერ პასუხობს მთავარი ფილარმონიული დარბაზი და ვერ ხდება მისი სრული დატვირთვა, მიზანშეწონილია მისი განახლება და ფილარმონიული ორკესტრის სწორედ ამ შენობაში დაბინავება და არა სახელდახელო უხარისხო საკონცერტო დარბაზის აშენება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42