ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი - სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკა რაჭველი ითხოვს, რომ დარბაზი ორკესტსრ გადაეცეს. რაჭველის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წინაშე, რომ მას ჰქონდეს თავისი დარბაზი.
„ჩვენ დარბაზის საკითხზე ყველა დროის პრეზიდენტთან, პრემიერთან და ყველა დროის კულტურის მინისტრებთან გვქონდა საუბარი, მაგრამ შევისწავლეთ მსოფლიო ბაზარი სიმფონიური და მრავალფუნქციური დარბაზის აშენება საკმაოდ ძვირია. ყველაზე მცირე რაც აშენდა ბოლო პერიოდში დაჯდა 40-დან 60 მილიონ ევრომდე. ლარებში წარმოუდგენლად დიდი თანხაა და მივიჩნიეთ, რომ ახალი დარბაზის აშენება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს ძალიან დიდ ტვირთად დააწვება. დღეს, როდესაც არსებობს ჩვენი ორკესტრისთვის აშენებული დარბაზი, სადაც შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო ბევრი მიმართულებით, მე მგონი გაცილებით სწორი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ დაგვაბრუნონ ფილარმონიაში“, – განაცხადა ნიკა რაჭველმა.
მასალის გამოყენების პირობები






