აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში Fresenius უნივერსიტეტის ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა დაინერგება,ხოლო სტუდენტები ორმაგ დიპლომს მიიღებენ. შეთანხმება გერმანიაში,კიოლნში, Fresenius Ochschule University of Applied Scines-ის ოფიციალური მიწვევით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის დავით ჩერქეზიშვილის და ვიცე-რექტორის შალვა მაჭავარიანის ვიზიტის ფარგლებში მოხდა.
კიოლნში ასევე გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება,რომლის სამოქმედო გეგმის მიხედვით,აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ქართველი პედაგოგების გადამზადება,საქართველოში აკრედიტებული გერმანული კომპანიების ჩართულობით მოხდება.გარდა ამისა გერმანული მხარე, EEU-ს ბიბლიოთეკისთვის საჭირო ლიტერატურას გადასცემს და აღნიშნული პროგრამის აკრედიტაციის პროცესის გავლის მიზნით,სხვა ერთობლივად განსახორციელებელ საკითხებში ჩაერთვება.
ხელშეკრულების თანამხად ციფრული მენჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლებისას მაგისტრანტი ერთი სემეტრის განმავლობაში Fresenius-ის უნივერსიტეტში (კიოლნი) ისწავლის,დანარჩენი პერიოდი კი საქართველოში,ხოლო სამაგისტრო თემის დაცვას შეეძლებს,როგორც გერმანიაში, ისე,ჩვენს ქვეყანაში.პროგრამას ერთობლივად ქართველი და გერმანელი პედაგოგები განახორციელებენ.
ხელშეკრულებას ხელი Fresenius Ochschule University of Applied Scines-ის პრეზიდენტმა ტობიას ენგელსბენმა და EEU-ს რექტრომა დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს.
Fresenius Ochschule University of Applied Scines არის გერმანიაში ყველაზე ძველი და პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი,სადაც 20000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ფლობს კამპუსებს კიოლნში, მიუნხენსა და ბერლინში.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გერმანული მხარის ვიზიტი და EEU-ს აკადემიურ პერსონალთან პირველი სამუშაო შეხვედრები გაიმართება 11-14 აპრილს არის დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები






