"მოვითხოვთ გამოძიებული იქნას აღნიშნული ტრაგიკული ფაქტი" - აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოება მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებიის ფაქტს განცხადებით ეხმაურება
საზოგადოება - 15:43, 26 Mar, 2019     1184
აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ქალის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების გამო.
გაერთიანება თანაგრძნობას და თანადგომას უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"ახლობლებთან ერთად მოვითხოვთ გამოძიებული იქნას აღნიშნული ტრაგიკული ფაქტი და ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა პირი კანონის ფარგლებში დაისაჯოს.

აქვე გულისტკივილით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დღეებში პრეტენზიები და აგრესია არასწორად იყო პერსონიფიცირებული, რითაც უხეშად დაირღვა ექიმ-რადიოლოგის ეკატერინე ფუტკარაძის უფლებები. კერძოდ, ისმოდა ბრალდებები, რომ მან მიიღო პაციენტი, დაუნიშნა და ჩაუტარა გამოკვლევები, იყო მკურნალი ექიმი, დანიშნულებით გაწერა ბინაზე და ა. შ

ამ დროს არ აღმოჩნდა არცერთი უფლებამოსილი თუ არაუფლებამოსილი პირი, ვინც საჯარო განცხადებას გააკეთებდა, რომ ეკატერინე ფუტკარაძე არის ექიმი-რადიოლოგი (ექოსკოპისტი), რის გამოც პაციენტთან შეხება ჰქონდა მხოლოდ მისი კვლევის ფარგლებში და საბოლოო დიაგნოზს არ სვამს.

ამდენად, ჩვენ, ყველამ ერთად, ახალგაზრდა სპეციალისტს სხვა არჩევანი არ დავუტოვეთ გარდა იმისა, რომ საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა, სადაც მისი ბრალეულობა ფაქტიურად არ არსებობს.

მოგმართავთ მასმედიის საშუალებებს, ამასთან დაკავშირებით სრულიად მიზანშეუწონელი და მავნეა მასმედიით გავრცელებული ყველა ცნობა, რომელიც არღვევს ექიმის თავი უდანაშაულობის პრეზუმციას. გთხოვთ, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან” – წერია წერილში, რომელიც მედიკოსებმა გაავრცელეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42