აია სოფიას მეჩეთად შესაძლო გადაკეთებამ საბერძნეთი აღაშფოთა - ერდოღანის ჩანაფიქრი რუსეთის საპატრიარქოს გააძლიერებს?
მსოფლიო - 14:21, 26 Mar, 2019     1769
საბერძნეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გამორიცხული, აია სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი მოეხსნას და მეჩეთად გადაკეთდეს. აღნიშნულმა განცხადებამ ბერძნები აღაშფოთა, რადგან აია სოფია მთელი 9 საუკუნის განმავლობაში საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრალურ ტაძრად ითვლებოდა.


“ეს არა მხოლო ქრისტიანული სამყაროს დიდი ტაძარია, არამედ კაცობრიობის საკუთრებაც, ის იუნესკოს მიერ ცნობილია, როგორც მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობა. ამგვარად, ნებისმიერი კითხვა მის სტატუსთან დაკავშირებით, არის არა მარტო ქრისტიანების გრძნობების შეურაცხყოფა, არამედ საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო სამართლის შეურაცხყოფაც“- განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ კარტუგალოსმა.

როგორც ექსპერტები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აცხადებენ, თუ ერდოღანი თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებს, ეს შეასუსტებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიციებს და მის პრეტენზიებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. რაც თავის მხრივ წინ წამოწევს და გააძლიერებს რუსეთის ეკლესიის პოზიციას. მათი მოსაზრებით ერდოღანის განცხადებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის რუსეთისთვისაც. მსოფლიო პატრიარქი ბერთლომეოსმა, რომლის რეზიდენციაც სტამბოლშია, რუსეთის ეკლესიის სურვილის საწინააღმდეგოდ ავტოკეფალია მიანიჭა უკრაინის ეკლესიას, ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კი სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობის დალაგების პროცესში არიან.

აია სოფია წარმოადგენს ბიზანტიური „ოქროს საუკუნის“ სიმბოლოს. ტაძარი შენდებოდა 324-337 წლებში. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთნის მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთებულ იქნა მუსლიმურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი.

1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და ის მუზეუმი გახდა. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად „მსოფლიო მემკვიდრეობის“ ნუსხაში შეიტანა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მუსლიმური რელიგიური რიტუალების აღსრულება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42