თსუ-ში ოთარ ბაქანიძე საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა
საზოგადოება - 14:19, 26 Mar, 2019     829

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალწლიანი წარმატებული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პროფესორი ოთარ ბაქანიძე უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. „დიდი ხანია ოთარ ბაქანიძე მოღვაწეობს უკრაინისტიკის მიმართულებით. მან შექმნა კათედრა, რომელიც მუშაობდა მხატვრულ თარგმანსა და ლიტერატურაზე. შექმნა მთელი ეპოქა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში. დღეს, როცა ვამბობთ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ეს დიდწილად განპირობებულია მისი მოღვაწეობით, სამეცნიერო შრომებით, პუბლიკაციებით; ეს არის ის საფუძველი, რაზეც ეწყობა ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან უკრაინაში. იგი არის კარგი მკვლევარი, კარგი მეცნიერი და დღემდე აქტიურადაა ჩართული ამ საქმიანობაში,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

ოთარ ბაქანიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-უკრაინული ლიტერატურულ-კულტურული დიალოგი“, რომელსაც სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„ნებისმიერი მეცნიერისთვის ყველაზე დიდი სიქველე არის სამეცნიერო სკოლის შექმნა. ოთარ ბაქანიძემ შექმნა უკრაინისტიკის არაჩვეულებრივი სამეცნიერო სკოლა და თავისი მოღვაწეობით დიდად შეუწყო ხელი უკრაინაში ქართველოლოგიიის სკოლის შექმნას,“- განაცხადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

ცნობილ მეცნიერს იუბილე მიულოცა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა: „მიხარია, რომ საშუალება მაქვს მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება გამოჩენილ უკრაინოლოგს, რომლის გარეშეც ძნელია წარმოიდგინო ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები. ოთარ ბაქანიძის ნაშრომები მოიცავს თითქმის მთელ ლიტერატურულ პროცესს - დაწყებული სკოვოროდადან, დამთავრებული ვოლოდიმირ სოსიურა თუ ანდრიი მალიშკოთი. მინდა ვისურვო, რომ ქართულ-უკრაინული კავშირები ლიტერატურისა და კულტურის სფეროში მომავალშიც განვითარდეს ასეთი ცნობილი სახელებით.“ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ოთარ ბაქანიძისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის „დიდი მამასახლისის „პატარა უკრაინა“ ჩვენება (ავტორი: გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის რედაქტორი ნინო კაკულია).

„ვერასოდეს დავივიწყებ და არ დავივიწყებ საუნივერსიტეტო ცხოვრებას, იმ ადამიანებს, რომლებიც ან ჩემს თვალწინ გაიზარდნენ ან რომლებთან ერთადაც ვმოღვაწეობდი. ძალიან ამაღელვა დღევანდელმა შეხვედრამ. ამაყი ვარ, რომ ასეთ ხალხთან მიხდებოდა მუშაობა,“-აღნიშნა ოთარ ბაქანიძემ ღონისძიების შემდეგ.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტი, უკრაინისტიკის სასწავლო-კვლევითი ცენტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42