სოციალური მუშაკები აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავენ. ისინი საკუთარ სამუშაო პირობებს ძალადობრივსა და დანაშაულებრივს უწოდებენ. თბილისში, მტავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს, რეგიონებიდან ჩამოსული სოციალური მუშაკებიც შეუერთდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტო ფაქტიურად პარალიზებულია. სოციალური მუშაკები სამუშაო პირობებს გაუმჯობესებას ითხოვენ.
„15 შეხვედრაზე გახვიდე, ეს ინფორმაცია დაამუშაო, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები და ეს ადამიანები ჩართო სერვისებში,რომელიც არ არსებობს. მოდის ადამიანი და ითხოვს შენგან დახმარება, მაგრამ არ არსებობს სერვისი რომელშიც ჩართავ, ან თუ არსებობს, უწევთ მათ უზარმაზარ რიგებში დგომა და დიდხანს ლოდინი,რომ მიიღონ სახელმწიფოსგან მცირე დახმარება,“-ამბობს სალომე ჭონიშვილი.
მათი განცხადებით, პრობლმას კადრების სიმცირეც წარმოადგენს, მათი თქმით, ერთი სოციალური მუშაკი თვეში მინიმუმ 100 შემთხვევაზე მუშაობს.
„შეუძლებელია,რომ ხარისხიან სერვისზე ვისაუბროთ. ზოგიერთ შემთხვევაში უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც კი, რაც სოცმუშაკს აკისრია რიგ შემთხვევებში,თუმცა დამსაქმებელს არ აინტერესებს,რომ აღნიშნული პრობლემები აღმოფხვრას,“-ამბობს ნათია გულიაშვილი.
სოციალური მუშაკები დღის ბოლოს თბილისში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.
მასალის გამოყენების პირობები






