"ვერ ლაპარაკობს, ვერ გვაგებინებს რა სტკივა... შეტევის დროს კედელს ურტყამს თავს" - 12 წლის გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 12:03, 23 Mar, 2019     2265
12 წლის გიორგი ჯანაშია ჰიდროცეფალიით არის დაავადებული. ბავშვს არ ესმის, ვერ ლაპარაკობს, ვერ ისვენებს, ზოგჯერ გამოსცემს ცალკეულ ბგერებს. თავში მას შუნტი აქვს ჩადგმული, რომლის გარეშე ის ვერ იცოცხლებს.


გიორგი დედასთან და უმცროს ძმასთან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ჩვენ რამდენიმე კითხვა დავუსვით მის დედას, თამუნა კაკასვილს.

– თამუნა, როგორ მოხვდით ამ ბინაში?

– გათხოვებამდე თბილისში ვცხოვრობდი, შემდეგ მეუღლესთან მარტვილში გადავედი, გიორგის დაბადებამ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

– გართულება გქონდათ ორსულობის დროს?

– არა. ორსულობამ მშვენივრად ჩაიარა, უბრალოდ მედპერსონალის დაუდევრობის გამო, ახალშობილი დავარდა და თავის ტრავმა მიიღო. ამან ჩვენ ცხოვრება დაგვინგრია!

– ამის გამო მოგიწიათ ყველაფრის მიტოვება და დედაქალაქში გადმოსვლა?

– დიახ, მარტვილში არანაირი პირობები არ არის, რომ მძიმე ავადმყოფ ბავშვს ვუპატრონო. მე და ბავშვები ჩამოვედით, მეუღლე იქ დარჩა და იქიდან გვეხმარება. აქ ჩემი მშობლები მეხმარებიან.

– გიორგის შეუძლია აგიხსნათ რა აწუხებს?

– ერთი წამითაც ვერ ვტოვებ. ვერ ლაპარაკობს, ვერ გვაგებინებს რა სტკივა. შეტევის დროს კედელს ურტყამს თავს... საშინელი სანახავია ეს.

– და ამას პატარა ლუკა როგორ უძლებს?

– ლუკა 5 წლისაა, ძალიან ეშინია ძმის. ზოგჯერ უნდა რომ ჩაეხუტოს, მაგრამ ვერ ეკარება. მამას ეხვეწება წამიყვანე შენთანო. იქ რომ არის, ჩვენ ვენატრებით, ვერ ძლებს ჩვენს გარეშე.

– სახელმწიფო გეხმარებათ?

– სოციალურ შემწეობას ვიღებთ, მერია გვიხდის ქირას, ადრე ოპერაციების თანხაც გადაიხადეს. თვეში 1000 ლარის წამალი მჭირდება და ამას როგორ დამიფინანსებენ? ვიცი, რომ ჩემი შვილი ვერასდროს იქნება ისეთი, როგორც სხვა ბავშვები არიან. მაგრამ სასწაულის მაინც მჯერა. მჯერა, რომ მკურნალობის შედეგად გიორგი უკეთ გახდება, მაგრამ რანაირად ვუმკურნალო? 200 ლარი თვეში ნუთუ საკმარისია ასეთი მძიმე ავადმყოფი ბავშვის მოსავლელად?

მეგობრებო, გიორგის ჩვენი დახმარება სჭირდება. მართალია მძიმე ავადმყოფობის გამო, იგი ვერ ხვდება რა მძიმეა მისი მდგომარეობა, მას უბრალოდ სტკივა. მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, ჩვენ ხომ ვხედავთ... ერთად უნდა დავეხმაროთ ამ პატარა ბიჭს, მასთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის.

თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ გიორგის, თანხა მედიკამენტების და პროდუქტების შესაძენად შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ჯანაშია), საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/433-janashia/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42