"ცხელ წყალში ჩასვითო და უარესი დამართეს... ონკოლოგიურში რომ წავიყვანეთ მითხრეს, შენი შვილი აღარ არის, ორგანიზმი დაწამლული აქვსო" - ბათუმში გარდაცვლილი გოგოს დედა
საზოგადოება - 19:25, 22 Mar, 2019     17769
ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგონას, მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. გოგონას დედის, ნარგიზ ქათამაძის თქმით,მისი შვილი მუცლის ტკივილებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექოსკოპია გადაუღეს.დედა აცხადებს, რომ ექიმები ვერ მიხვდნენ ტკივილის მიზეზს, სამი დღის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. რის შემდეგაც გოგონას მდგომარეობა გაუარესდა.

პაციენტი მოგვიანებით მწვავე ტკივილებით „მედცენტრში“ გადაიყვანეს, სადაც უთხრეს, რომ ბრმანაწლავი იყო გახეთქილი, რამაც სეფსისი განავითარა და შეუძლებელი იყო გადარჩენა.

ოჯახის წევრები ექიმების უპასუხისმგებლობაზე და არაპროფესონალიზმზე საუბრობენ. ისინი რეფერალური საავადმყოფოს წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

„ხუთზე მისული ცხრამდე ყურადღება არ მომაქცია არავინ. ექიმს ეძინა ალბათ და ალბათ ვერ გააღვიძეს... მარტო 12 გადასხმა გაუკეთეს და გამატანეს მეორე დღეს გამატანეს შუადღით. ცხელ წყალში ჩასვითო და უარესი დამართეს. დილამდე ველოდეთ და რომ არ გაუარა წავიყვანეთ ონკოლოგიურში. მითხრეს, შენი შვილი აღარ არის უკვეო, მთელი ორგანიზმი დაწამლული აქვს, სამი დღეა გამსკდარია ამის ბრმა ნაწლავიო,“ - ამბობს გარდაცვლილის დედა.

ოჯახის ბრალდებებს არ იზიარებენ საავადმყოფოში.

„მეორე დღესვე მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი დამაკმაყოფილებელ პირობებში სამედიცინო რეკომენდაციებით გაეწერა ბინაზე. ხელთ გაიცა ფორმა 100, სადაც მითითებული არის ის რეკომენდაციები და იმ კონსულტაციების აუცილებლობა, რომელიც პაციენტს მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა. დიაგნოზი - მწვავე მუცელი, ჩვენს კლინიკაში დაფიქსირებული არ ყოფილა,“ - განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42