საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არასამტავრობოების მისამართით სიტყვა „ფაშისტური“ გამოიყენა, აღნიშინულს კი მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საია-ს თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც "იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავზე გადაახია კონსტიტუცია და კანონი", სამოქალაქო საზოგადოების სუსტ და ძლიერ მხარეებზე საუბარი უხერხულია.
„ამ ქვეყანაში თუ რომელიმე სექტორი არის სუსტი, ეს არის ხელისუფლება და განსაკუთრებით, ეს მოდის, მათ შორის, პარლამენტზე, ეს პასუხისმგებლობა ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით. ეს ერთი, მეორე - ხელისუფლება, რომელსაც ბოდიში, და თავზე გადაახია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასული წლის ბოლოს კონსტიტუცია და კანონი და ისე გაუგზავნა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, ხელისუფლება, რომელმაც მიიღო პირველი მოსმენით კანონი უზენაეს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით, ის არ უნდა საუბრობდეს სუსტ და ძლიერ მხარეებზე სამოქალაქო სექტორის. მე მინდა ვურჩიო ბატონ კობახიძეს, რომ მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში ხდება და თავი დაანებოს სამოქალაქო სექტორის კრიტიკას. ამით ის არ აზიანებს სამოქალაქო სექტორს, აზიანებს ამით ქართულ სახელმწიფოს, “- საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






