სოციალური მუშაკები გაფიცვას აანონსებენ, ისინი მედიაციის წარუმატებელ პროცესს წყვეტენ, მათ საგანგებო განცხადება, ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროსთან გააკეთეს და განმარტეს, რომ 23 მარტიდან მუშაობას შეწყვეტენ.
„მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამ დრომდე სამინისტროსა და სააგენტოს მხრიდან ვერ მივიღეთ ვერცერთი ადეკვატური და რეალისტური პირობა პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე, ჩვენ ვიყენებთ გაფიცვის კონსტიტუციურ უფლებას,“- განაცხადეს სოციალურმა მუშაკებმა.
მათ მოთხოვნებს ჯანდაცვის სამინისტროაში გამოეხმაურნენ და კონკრეტული რეფორმები დააანონსეს:
„ინფრასტრუქტურული პროცესები დაწყებულია და ზოგან უკვე რემონტი დასრულდა, ზოგან აზომვითი სამუშაოებია. ტრანსპორტის შესახებ, დაუმატეს ყველა რეგიონს ერთი მანქანა და შემდგომში კიდევ თითო მანქანა დაემატება. ასევე, ტრანსპორტის ბარათით ისარგებლებენ უფასოდ თბილისის მასშტაბით,“- განაცხადა ნინო ოდიშარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






