დედაენის ბაღთან მდინარე მტკვარს ჯებირებს და მოაჯირებს მოხსნიან
საზოგადოება - 12:44, 21 Mar, 2019     3246
თბილისის განვითარების ფონდმა ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბიც მოეწყობა.


სამუშაოებს გუშინ თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ზოგადად, ინფრასტრუქტურული მიმართულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რათა ქალაქში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. დედაქალაქის ბიუჯეტიც ამაზე მეტყველებს. დღეს დავიწყეთ ზაარბრუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, დედაენისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია. არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო იყო, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება ტურისტებისთვის. როგორც იცით, ეს ადგილი პირდაპირ უკავშირდება ორბელიანის მოედანს, რომელიც რეაბილიტაციის პროცესშია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი აღმაშენებელი, აღნიშნული ხიდები, ბაღები და ორბელიანის განახლებული მოედანი ერთ ძალიან დიდ, საინტერესო სივრცეს შექმნის დედაქალაქში. მივესალმები ასეთი პროექტების განხორციელებას. გარდა ამისა, კიდევ ერთი სიახლეა მტკვართან მიახლოების პროექტი, რომელიც მეორე ეტაპზე განხორციელდება დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან იუსტიციის სახლამდე. ჯებირები და მოაჯირები, რომელიც დღეს არის მტკვართან, აღარ იქნება და ადამიანებს ექნებათ მტკვართან მისვლის შესაძლებლობა, კიბეებით, ისე, როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ და წინწასულ ქალაქებშია. მტკვარი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ტერიტორიის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილზე დასაქმებული ადამიანებისთვისაც, ვინაიდან ეს ადგილი ტურისტულად აქტიური ზონა გახდება. მერის განცხადებით, ტერიტორია მოწესრიგდება და აქ დასაქმებულებს საშუალება ექნებათ, საქმიანობა კომფორტულ, ცივილურ გარემოში გააგრძელონ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდება. რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც, რის შედეგადაც მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემები, რომელიც დისკომფორტს უქმნის თვითდასაქმებულებს, ადგილობრივ მომხმარებლებს და ტურისტებს.

პროექტის საერთო ღირებულება 9 679 520 ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

სამუშაოები მერთან ერთად თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა, მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონის გამგებლებმა - დავით კირკიტაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ, ასევე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42