გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლის 21 მარტიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს, სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
საქართველო აღნიშნულ თარიღს უკვე მერვედ უერთდება და მოუწოდებს საზოგადოებას შეიტანონ წვლილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განვითარებასა და საზოგადოებრივ ინტეგრაციაში!
წელს, კამპანიის მთავარ გზავნილს - „არავინ დატოვო მიღმა“ წარმოადგენს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო, ორდღიანი კამპანიით ეხმიანება, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
21 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ფირცხალანი წაიკითხავს ლექციას - "დაუნის სინდრომის გენეტიკური საფუძვლები“.
22 მარტს, თსსუ–ის სასწავლო კორპუსების ეზოში, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ჩართულობით, განხორციელდება საინტერესო გარეაქტივობები, იმ დღესვე „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულია ლექცია - „გიგო და დაუნის სინდრომის ასოციაცია“.
ანონსი
2011 წლის 21 მარტს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით მსოფლიოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ფირცხალანი წაიკითხავს ლექციას - "დაუნის სინდრომის გენეტიკური საფუძვლები“.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, პირველი სასწავლო კორპუსი, „ცისფერი დარბაზი“.
მასალის გამოყენების პირობები






