ვიდეო Facebook-ში სულ რაღაც 200 ადამიანმა იხილა და შემდეგ ის წაიშალა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებულიყო.
ამ ფაქტის გამო Facebook-ის, Twitter-ისა და Google-ისგან როგორც ახალი ზელანდიის, ასევე სხვა ქვეყნის მთავრობები განმარტებებს მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სოცქსელებმა უნდა გააკეთონ მაქსიმუმი იმისთვის, რომ თავისი პლატფორმები და მომხმარებლები ექსტრემისტული და ტერორისტული კონტენტისგან დაიცვან.
ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ Vodafone-ი და ორი სხვა სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომლებიც აზ. ზელანდიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ და მიაჩნიათ, რომ სასურველი იქნებოდა სოცქსელების ხელმძღვანელებს - მარკ ცუკერბერგს (Facebook), ჯეკ დორსის (Twitter) და სუნდარ პიჩაის (Google) პირადად მიეღოთ მონაწილეობა ზემოთ აღნიშნული საკითხების განხილვაში."ჩვენ ვაფასებთ იმ სისწრაფეს, რომლითაც ამ სოცქსელებმა მოახერხეს ამ ვიდეოს წაშლა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს მაინც ქმედებაზე პასუხი იყო და აუცილებელია, რომ შემუშავდეს მექანი9ზმი, რომ მსგავსი მასალები ვერასდროს, ერთი წამითაც კი ვერ უნდა მოხვდნენ ონლაინ რეჟიმში," - აცხადებენ ისინი.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისია განიხილავს წესს, რომლის თანახმადაც, თუ ტერორის, ძალადობისა და სხვა სახის მასალები ერთ საათზე მეტ ხანს იქნება განთავსებული რომელიმე სოცქსელში იგი დაჯარიმდება მსოფლიოს მაშტაბის მისი შემოსავლის 4%-ით.
მასალის გამოყენების პირობები






