"ვერ ეგუებოდა, რომ მეგობარი უკვდებოდა და იფიქრა იქნებ სასწრაფო გზაში შემხვდესო" - ვინ არის კახეთში მომხდარი საზარელი ავარიის დროს დაღუპული 26 წლის მამაკაცი
საზოგადოება - 12:53, 19 Mar, 2019     9079
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მამაკაცი დაიღუპა ხოლო 1 ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.

გარდაცვლილებიდან ერთერთი, ალეკო შერმადინი რუსთავში ცხოვრობდა, 23 წლის მამაკაცი მეგობრის დახმარებას ცდილობდა რა დროსაც ავტომობილით ელექტროსადენების ბოძს შეეჯახა და მეგობართან ერთად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში "ოპელის" მარკის ავტომობილით 26 და 27 წლის მამაკაცები გადაადგილდებოდნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს დაეჯახა. ავარიაში მოყოლილები ალეკო შერმადინის მეგობრები იყვნენ. ის ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე საკუთარი ავტომობილით მივიდა, არ დაელოდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მოსვლას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეგობარი, რომელიც ავარიის დროს საჭესთან იმყოფებოდა, საკუთარ მანქანაში გადაიყვანა და საავადმყოფოში წასვლა განიზრახა. მეგობრისთვის უთხოვია რომ ავარიის დროს დაშავებულ მეორე მამაკაცთან დარჩენილიყო.

ალეკოს მეგობრები "ინფო რუსთავთან" ყვებიან რომ - "27 წლის მამაკაცს სასიცოცხლო ორგანოები დაზიანებული ჰქონდა და მისი გადარჩენიის შანსი დაბალი იყო, თუმცა ალეკო ვერ ეგუებოდა რომ მეგობარი უკვდებოდა და ამიტომ იფიქრა იქნებ სასწრაფო გზაში შემხვდეს და დაგვეხმარება, თუ არა და მე მივიყვან საავადმყოფოშიო".

ალეკო ჩქარობდა და სწრედ ამ დროს, სოფელ ზემო ქედში ის, "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილით ბეტონის ბოძს დაეჯახა რა დროსაც ადგილზევე გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცოცხალს ვერც მის მეგობარს მიუსწრო. პირველ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 26 წლის მამაკაცი კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში, კლინიკაში იმყოფება.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია."

23 წლის ალეკო შერმადინს რუსთავში მეუღლე და 4 წლის შვილი დარჩა.

წყარო: Inforustavi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42