"სამარხვო ნამცხვრების, კატლეტების ჭამა, არ არის სწორი" - მამა შალვა კეკელია
საზოგადოება - 10:54, 18 Mar, 2019     3523
მამა შალვა კეკელიას თქმით, მორწმუნეებმა მარხვის პერიოდში სამარხვო ნამცხვრების, კატლეტების და სხვა ნუგბარის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.

"რატომ დაადგინა ეკლესიამ საკვებით მარხვა? ადამიანმა საკუთარი ნებით, უარი უნდა თქვას რაღაცაზე. შეიძლება მხოლოდ სამარხვო საკვები მიიღო, მაგრამ დიდი რაოდენობით, ეს მაინც არ იქნება მარხვა. თუ 5 თეფშ ლობიოს შეჭამ, ეს მარხვა არ არის, აქ მთავარი შენი დამოკიდებულებაა ჭამის მიმართ, შენი მოთმინება. მე ვფიქრობ, რომ მარხვის დროს სამარხვო ნამცხვრების, სამარხვო კატლეტების, სამარხვო ყველის ჭამა, არ არის სწორი. ვის ატყუებ ან საკუთარ თავს რატომ იტყუებ? ჩვენი წინაპრები ზოგჯერ მზის ჩასვლამდე არ ღებულობდნენ საკვებს, ამით აუძლურებდნენ სხეულს, რათა სულისთვის მიექციათ მეტი ყურადღება. მარხვა გვაძლიერებს სარწმუნოებაში, მაგრამ შენ თუ არაფერს მოიკლებ, არაფერს მოითმენ და სულ იმაზე იფიქრებ, რა ჭამო, სულ სამარხვო მენიუს შედგენა-შერჩევაში იქნები, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. საერთოდ, თანამედროვე ადამიანი ცდილობს ეკლესია მოირგოს, თავად კი არ მოერგოს ცნებებს. მარხვის შემთხვევაშიც იგივეა - ადამიანი ცდილობს მარხვა მოირგოს. როცა ადამიანი ფიზიკურად უძლურია, ჩვენ ვაძლევთ კურთხევას, რომ ხორცი და რძის ნაწარმი მიიღოს, სამაგიეროდ ის უფრო მეტს ლოცულობს და მეტ დროს უთმობს სულს, ანუ მარხულობს" -აღნიშნა მამა შალვამ "პალიტრა ნიუსის" ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42