სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს
საზოგადოება - 18:51, 17 Mar, 2019     1050

მიმდინარე წლის 18-20 მარტს, საქართველო უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს ჰონგ-კონგიდან, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის მიზანია დეგელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს რასაც საქართველო სთავაზობს ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.

დელეგაციისწევრებს შორისარიან ისეთი მაღალი დონის წარმომადგენლები, როგორებიცაა: Mr. Edward YAU, კომერციისადაეკონომიკურიგანვითარებისმდივანი, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობა;Mr. Raymond YIP, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭო.

ვიზიტის ფარგლებში 18 მარტს დაგეგმილია პანელი “Investment Opportunities in Georgia”,რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ღონისძიების პანელისტებს შორის არის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი, რომელიც გამართავს პრეზენტაციას და აუდიტორიას საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალს, ასევე, სააგენტოს საქმიანობას გააცნობს.

ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულთან თანამშრომლობის კუთხით აღსანიშნავია, რომ:

2018 წლის 20-22 სექტემბერს საქართველოს ეწვია უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაცია ჰონგ-კონგიდან, ჩინეთიდან. 20 სექტემბერს, დელეგაციის წევრებმა გამართეს ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამინისტროსთან და გარდა ამისა, მოისმინეს პრეზენტაციები საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ.

- ასევე, აღნიშნილი ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთანამშრომლობის შესახებ.

- სსიპ „აწარმოე საქართველოში’’ მიესალმება კერძო სექტორისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

- ქართული მხარე მზადყოფნას გამოხატავს გააღრმაოს საქართველო - ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულს შორის პარტნიორული ურთიერთობები და სთავაზობს მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა სექტორში როგორებიცაა: ტურიზმი და უძრავი ქონება, წარმოება, ბიზნეს სერვისების აუთსორსინგი და ა.შ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42