3 წლის ბიჭუნა გაქცევას ცდილობდა და ამ დროს ესროლეს - ახალი ზელანდიის ტერაქტების ყველაზე პატარა მსხვერპლი
მსოფლიო - 16:34, 16 Mar, 2019     2598

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმების მსხვერპლთა შორის 3 წლის მუქაად იბრაჰიმია, რომელიც მამასთან და უფროს ძმასთან აბდისთან ერთად მეჩეთში სალოცავად იყო მისული.

იბრაჰიმების ოჯახის მეგობარი აცხადებს, რომ შეშინებული ბიჭუნა ტერორისტისგან გაქცევას ცდილობდა, როდესაც მას ტყვია მოხვდა, ხოლო მისმა მამამ და ძმამ თავი მოიმკვდარუნეს და გადარჩნენ. მძმედ დაჭრილმა მუქაადმა პარასკევს მამის ხელებზე დალია სული.

"ჩვენ ვეკუთვნით ღმერთს და მას ვუბრუნდებით... მენატრები ძვირფასო ძმაო," - დაწერა ფეისბუქგვერდზე აბდი იბრაჰიმმა.

ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩის ორ მეჩეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში საუდის არაბეთის მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც მეჩეთში მომხდარი სროლისას მძიმედ დაიჭრა.

მომხდარის ფონზე ახალი ზელანდიის ხელისუფლება იარაღზე კონტროლის გასამკაცრებლად საკანონმდებლო ცვლილებებზე იწყებს მუშაობას.

გამოძიებას, მეჩეთებზე თავდასხმის გამო, სამი ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი უკვე სასამართლოს წინაშე წარდსგა.

28 წლის ბრეტონ ტარანტს, რომელიც თავდასხმას ონლაინ რეჟიმში გადასცემდა, მკვლელობის ბრალი წარუდგინეს. ის 5 აპრილამდე წინასწარი პატიმრობაში დარჩება.

გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, ჰქონდა თუ არა კავშირი ავსტრალიელ ახალგაზრდას ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

თურქეთის სპეცსამსახურების ცნობით, ის ცოტა ხნის წინ თურქეთში იმყოფებოდა.

ახალი ზელანდიისა და მსოფლიო პრესაში უკვე ქვეყნდება დაღუპულთა ვინაობა და ფოტოები. მათ შორის 71 წლის დაუდ ჰაჯი ნაბიცაა, რომელმაც ერთერთი პირველი მუსულმანი იყო, რომელმაც ქრაისთჩერჩში, ტუამის ქუჩაზე მეჩთი გახსნა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42