ირლანდიის ღია გეი პრემიერმინისტრი ჰომოფობიური განწყობების მქონე მაიკ პენსს პარტნიორთან ერთად შეხვდა
მსოფლიო - 18:54, 15 Mar, 2019     1518

ირლანდიის პრემიერმინისტრი ლეო ვარადკარი აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პენსთან შეხვედრაზე თავის პარტნიორთან ერთად მივიდა. მაიკ პენსი ჰომოფობიური განწყობებით გამოირჩევა.

ლეო ვარადკარი აშშ-ში, რომელსაც ირლანდიასთან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს, მიმდინარე კვირაში იყო ჩასული. წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე, რომელიც სახელმწიფო მდივნის რეზიდენციაში გაიმართა, ვარადკარი პარტნიორ მატ ბენეტთან ერთად მივიდა.

ვარადკარმა დატვიტა, რომ პენსების ოჯახმა ისინი “თბილად მიიღო”, თუმცა, პრესკონფერენციაზე გაიხსენა, რომ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გადატანა ხშირად მოუხდა.

“მე ვცხოვრობდი ქვეყანაში, სადაც თუ შევეცდებოდი ის ვყოფილიყავი ვინც ვარ, კანონის საწინააღმდეგო იქნებოდა. დღეს ყველაფერი შეიცალა, მე აქ ვდგავარ, ჩემი ქვეყნის მეთაური, ჩემი ადამიანური სისუსტეებით, განკიცხული ჩემი პოლიტიკური ქმედებებით და არა ჩემი სექსუალური ორიენტაციის, კანის, გენდერის თუ რელიგიური შეხედულებების გამო”, – განაცხადა ვარადკარმა.

მაიკ პენსის ჰომოფობიური განწყობები საყოველთაოდ ცნობილია. თავის დამოკიდებულებებს არც მაშინ მალავდა, როდესაც კონგრესმენი იყო, შემდეგ კი ინდიანის შტატის გუბერნატორი.

ლგბტქი საკითხებზე ერთერთი დისკუსიის დროს დონალდ ტრამპმა მაიკ პენსზე მითითებით ასეთი რეპლიკა ისროლა, “არ კითხოთ ამ ბიჭს მოსაზრება [მაიკ პენსს], მას უნდა რომ ყველა მათგანი ჩამოახრჩოს”.

მაიკ პენსი ასევე მხარს უჭერდა ქვიარ ადამიანების “განკურნების თერაპიას”, რომლის ერთვარი ლიცენზია პენსის მიერ ხელმოწერილი “რელიგიური თავისუფლების კანონი” გახდა. ბოლოს კი ისიც გახდა ცნობილი, რომ მისი ცოლი კარენ პენსი ასწავლიდა სკოლაში, სადაც აკრძალული იყო ლგბტქი მოსწავლეების მიღება.

გასულ წელს პენსისა და ვარადკარის პირველი შეხვედრის შემდეგ, ვარადკარმა თქვა, რომ პენსების ოჯახი კარგად იყო მომზადებული და გულთბილი შეხვედრა მოაწყვეს და შემდეგ ჯერზეც მიიპატიჟეს. პენსმა ვარადკარი და მისი პარტნიორი დედამისს გააცნო, რომელიც წარმოშობით ირლანდიიდანაა.

The Guardian-დან თარგმანი equality.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42