მათ აინტერესებთ, იმ შემთხვევაში თუ ოკუპირებული რეჟიმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თავის ჩამოხრჩობასთან დაკავშრებით, სიმართლეს შეესაბამება, რამ მიიყვანა კვარაცხელია ამ გადაწყვეტილებამდე:
„სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, არაადამიანური მოპყრობის ქეისია, რასაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზაზე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საკმაოდ არაადამიანური პირობების მქონე ე.წ. კარცერში, პატიმრობის ოთახში, იზოლატორში, სადაც გაეროს მინიმალური სტანდარტებიც კი პატიმრობის არის დარღვეული და შესაბამისად, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა ადამიანის გარდაცვალებას, გარკვეული ან ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა,“ - განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა.
ექსპერტი ირაკლი თოიძე ჭრილობების მიყენების დროის დადგენას ითხოვს. მისი თქმით, აუცილებელია გაირკვეს როდის არის მიყენებული ჭრილობები - სიცოცხლის დროს თუ გარდაცვალების შემდეგ.
„კისრის არეში აღენიშნებოდა სტრანგულაციური ღარი, ეს დამახასიათებელია ჩამოხრჩობისთვის თოკის ან რაიმე მსგავსი შეიძლება მავთული იყოს ან სხვა მსგავსი საგანი. მცირე ზომის დაზიანება კისრის არეში მარცხნივ სისხლნაჟღენთის სახით საეჭვო იყო იმიტომ, რომ გვამი უკვე ლპობაში იმყოფებოდა, ამიტომ, აღებული იქნა გვამური მასალა ამ მიდამოებიდან და გადაგზავნილი ლაბორატორიაში და ისინი მოგვცემენ პასუხს ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ არის განვითარებული,“ - განაცხადა ირაკლი თოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






