ხვალიდან გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სკი კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს
საზოგადოება - 13:56, 14 Mar, 2019     1060

15, 16, 17 მარტს, გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სკი კროსში,რომელიც სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინაა. სკი კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდოულად დაშვებას გულისხმობს. მოთხილამურეები სხვადასხვა დაბრკოლებების ტრასის დაფარვას მინიმალურ დროში შეეცდებიან. შეჯიბრში 13 ქვეყნის, მათ შორის: ამერიკის, კანადის, ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენი (19 ქალი და 43 ვაჟი) მიიღებს მონაწიელობას.

15 მარტს FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრი გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის. სარეიტინგო შეჯიბრი ზამთრის სეზონის განმავლობაში თითქმის ყველა განვითარებულ სამთო-კურორტზე ტარდება. სარეიტინგო შეჯიბრზე სპორცმენები აგროვებენ FIS-ის ქულებს, ამ ქულების მეშვეობით ისინი იღებენ ლიცენზიას , რათა მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

16, 17 მარტს კი ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს გუდაური სკი კროსის სახეობაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გუდაურში წარმატებით ჩატარდა სამდღიანი ტურნირი სნოუბორდ ქროსში. ღონისძიებამ უაღრესად დადებითი შეფასებები დაიმსახურა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატების, სხვადასხვა ქვეყნის მწვრთნელებისა და თავად მოთხილამურეების მხრიდან.

როგორც ცნობილია, 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მანამდე კი, საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, აღებული აქვს ვალდებულება 4 წლის მანძილზე სხვადასხვა სამთო კურორტებზე, მსავსი შეჯიბრებები გამართოს. ამიტომაც, მათი მაღალ დონეზე ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კი კომპანია „სილქნეტია“, რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.

საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე მომზადების პროცესში ჩართული არიან ყოფილი და ამჟამინდელი ნაკრების წევრები, რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლები, გუდაურის მოსახლეობა და მოხალისეთა ჯგუფები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42