თუ რამდენი მებრძოლი დარჩა ცენტრში, არ არის ცნობილი.
შაბათს ნაირობიში,სავაჭრო ცენტრ Westgate-ში მყოფებს თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. თვითმხილველთა თქმით, სანამ უიაღო ხალხს გაუხსნიდნენ ცეცხლს, თავდამსხმელებმა შენობის დატოვების უფლება მხოლოდ მუსულმანებს მისცეს. მოგვიანებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ - „ალ-შაბაბი“.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის მსხვერპლი 68 ადამიანი გახდა, დაახლოებით 200 დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან თავად კენიის პრეზიდენტის ოჯახის წევრები, ასევე უცხოეთის მოქალაქეები, მათ შორის - აშშ-ს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადის და სამხრეთ კორეის.
კვირა საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, ძალოვანებმა მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციის საბოლოო ეტაპი დაიწყეს. მათ მძევალთა დიდი ნაწილის გათავისუფლება შეძლეს, თუმცა ტერორისტთა ხელში კვლავ რჩება ათამდე ადამიანი. არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შენობის დიდი ნაწილი ექსტრემისტებისგან გაასუფთავეს და მათი ლიკვიდაციის ოპერაცია დასასრულს მიუახლოვდა. ორშაბათ დილას სავაჭრო ცენტრში სროლა განახლდა, შენობაში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა.
ერთერთი გადარჩენილი, სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი იხსენებს: „ტერორისტმა ცეცხლი გაგვიხსნა. ჩემ ბიჭს ტყვია ასცდა, კედელმა აისხლიტა და მის გვერდით მდგომ ბიჭს მოხვდა. ჩემი გოგო ყველას ეუბნებოდა ჩუმად: „ თავი მოიმკვდარუნეთ! აღარ გესვრიან...“ ჩემი გოგო შოკში ჩავარდა ჩემი კოლეგის, რუჰილის მოკვლის გამო, ის ექვსი თვის ფეხმძიმე იყო“.
მასალის გამოყენების პირობები






