38 წლის ხვიჩა ლაგვილავამ ცხოვრება ერთ ოთახში ჩაკეტილმა გაატარა - მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
საზოგადოება - 10:45, 14 Mar, 2019     3067

38 წლის ხვიჩა ლაგვილავა ფსიქიკური აშლილობით არის დაავადებული. იგი ასეთი დაიბადა და მთელი ცხოვრება ერთ ოთახში ჩაკეტილმა გაატარა. ხვიჩა საწოლს არის მიჯაჭვული, იჩენს აგრესიულობას ადამიანების მიმართ, როგორც ცხოველი ისე ყმუის და განუწყვეტლივ შფოთავს.

ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ძალუძს ავადმყოფის დაშოშმინება, არის მისი დედა. მხოლოდ მას შეუძლია შვილთან მიახლოვება, მოფერება და მოვლა.

ჩვენ მოვინახულეთ ლაგვილავების ოჯახი და ვესაუბრეთ 65 წლის მიმოზას, ხვიჩას დედას:

-ქალბატონო მიმოზა, უმკურნალია თუ არა ხვიჩას ბავშვობაში?

მიმოზა: დიახ. ორჯერ გვყავდა წაყვანილი სამკურნალოდ თბილისის კლინიკაში, მაგრამ გვითხრეს, რომ მისი დაავადება არ იკურნება. აგრესიულობას პატარაობიდანვე იჩენდა, თუმცა მაშინ იგი არ იყო საშიში. ახლა? თუ ოთახიდან გაიქცა, ვიღაცას დაკბენს ან ქვას ესვრის თავში...

-მოგვიყევით, როგორ როგორ უვლით მას, როგორ უმკლავდებით?

მიმოზა: ჩემზე არ რეაგირებს აგრესიულად. ვბან, ვაჭმევ საჭმელს, ვუცვლი თეთრეულს, ვაძლევ წამალს, ვეფერები... ცრემლები გამიშრა, მაგრამ ჩემი გული უკვე 38 წელია, რაც დაჭრილია ჩემი შვილის შემხედვარე. დიახ, მიჭირს მისი მოვლა, განსაკუთრებით გადაბრუნება, რამეთუ ხვიჩა 80 კილოგრამს იწონის, ხოლო მე გულით ავადმყოფი ქალი ვარ.

-როგორია თქვენი ოჯახის შემოსავალი? გყოფნით წამლების ფული?

მიმოზა: სოციალური შემწეობა და პენსია - ეს არის ჩვენი შემოსავალი. წამლებზე ფული არ გვყოფნის და ძალიან გვიჭირს. ჩემი უფროსი შვილი უმუშევარია, სეზონური სამუშაოც კი ვერ იშოვა. მას ცოლიც არ ჰყავს! აბა რომელი რძალი შემოვა ჩვენს ოჯახში, აქ ხომ ნამდვილი ჯოჯოხეთია...

- სად არის თქვენი მეუღლე?

მიმოზა: გადაშენდეს აქედან... ხვიჩა რომ დაიბადა, მან მიგვატოვა და მას შემდეგ არ მაქვს კავშირი. ვეძებდი ერთი პერიოდი, მაგრამ უშედეგოდ და მერე თავი დავანებე.

-შენობა, სადაც თქვენ ცხოვრობთ, არ ჰგავს ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლს. რა არის ეს?

მიმოზა: აქ ადრე იყო ციტრუსის სანერგე მეურნეობა, რომელიც გაუქმდა და დროთა განმავლობაში გაპარტახდა. აქ ვიპოვეთ თავშესაფარი და ვართ დღემდე. ეს ბარაკის ტიპის შენობა, როგორც ხედავთ, საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ ქუჩაში ყოფნას ნამდვილად სჯობს.

- რა გესაჭიროებათ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე?

მიმოზა: ღარიბები ვართ, ჩვენ არაფერი გაგვაჩნია. ყველაზე მეტად ხვიჩას წამლები სჭირდება. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ არის სახარბიელო: მტკივა ფეხი და დავდივარ ჯოხით... როდესაც მოვკვდები, რა ეშველება ჩემს შვილს - აი, სულ ამაზე ვფიქრობ და მწარედ განვიცდი.

-ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის?

მიმოზა: ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მივმართე, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინ.

- დეპუტატებისთვის თუ მიგიმართავთ?

მიმოზა: არა, არ მიმიმართავს.

-ქალბატონო მიმოზა, ხომ გესმით, რომ თუ არ მიმართავთ დახმარებისთვის, ვერავინ გაიგებს თქვენს სატკივარს. დეპუტატებსაც იმიტომ ირჩევენ, რომ ხალხს დაეხმარონ. ასე რომ, ამ მხრივ თქვენმა უფროსმა შვილმა უნდა იაქტიუროს.

მიმოზა: დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგვძებნეთ და გადაწყვიტეთ ჩვენი დახმარება! თქვენი გამოჩენა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია!

-თქვენი სანუკვარი ოცნება შვილის ჯანმრთელობას უკავშირდება, არა?

-მიმოზა: დიახ, ღამით ვლოცულობ, რომ უფალმა შეუმსუბუქოს ტკივილი და ტანჯვა, ხოლო მე მომცეს ძალა, რომ არ მივატოვო ჩემი შვილი...

მეგობრებო, ასეთ უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობს ლაგვილავების ოჯახი. მოდით, გავუწოდოთ ამ ადამიანებს დახმარების ხელი, განსაკუთრებით ქალბატონ მიმოზას, რომელსაც ძალიან მძიმე „ტვირთი“ აწევს. აი, ამ ოჯახის მისამართი: ქ, ფოთი, ციტრუსები ყოფილი მეურნეობის ტერიტორია (იკითხეთ მიმოზა ლაგვილავა).

მათ ესაჭიროებათ მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თეთრეული, საყოფაცხოვრებო ნივთები.

ვისაც არ გააჩნია დრო, რომ მოინახულოს ეს ოჯახი, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩერნოვეცკის ფონდის საქველმოქმედო აქციაში. ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხვიჩა ლაგვილავა). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42