ისინი მომხდარი სკანდალის შემდეგ საკუთარ შვილებთან შეხვედრას ითხოვენ. რიგითი ჯარისკაცების მშობლები მათი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის მიღებას ითხოვენ.
„გუშინ "რუსთავი 2"- ში გასული სიუჟეტის შემდეგ, ჩვენც შევწუხდით, ჩვენს შვილს რამე ხომ არ სჭირს. ახლა მოვედით, რომ გავიგოთ მდგომარეობა. აქ ეს უკვე მერამდენედ ხდება მსგავსი რამ. სამხედრო ბაზაა თუ ქურდული სამყარო ვერ გავიგე,“-განაცხადა ერთ-ერთი ჯარისკაცის მშობელმა ვაჰიპ ჯაფაროვმა.
ჯარისკაცების მშობლები ამბობენ, რომ მათ აღნიშნულ ბაზაზე ეთნიკურად აზრებაიჯანელ წვევამდელებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ფაქტები სხვა დროსაც მოუსმენიათ.
„მეც გავიგე რომ აქ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჯარისკაცები არიან ნაცემი. ჩემი შვილიც აქ მსახურობს. მოვითხოვ გვაჩვენონ ჩვენი შვილები. გვაინტერესებს როგორ არიან. ჩვენი სოფლიდან ერთი თვის წინ ერთი ჯარისკაცი კიდევ სცემეს. რა ხდება, უბრალოდ გაოგნებული ვართ,“-განაცხადა ერთ-ერთი ჯარისკაცის მშობელმა ელჩინ აჰმედოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






