"სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ-ის კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს", - განაცხადა დავით ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ. ამ ყველაფერს საზოგადოებაში არნახული გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალი ბუბა კიკაბიძე, რომელიც დედით ბაგრატიონია, ამბობს, რომ მისთვის ეს ყველაფერი განსაკუთრებულად მტკივნეულია...
- ბატონო ბუბა, ცნობილია, რომ დედათქვენი გვარად ბაგრატიონი იყო...
- დიახ, დედაჩემი ბაგრატიონ-დავითაშვილი გახლდათ და მეც ხომ არ მთხოვთ, დნმ - ის ანალიზი ჩავიტარო? - ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ისე კი უკიდურესად აღშფოთებული ვარ! ეს არის ყოვლად სამარცხვინო საქმე! ვინ დაიწყო, საერთოდ საიდან მოდის ეს დავა?
- დავით ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებამ აღგაშფოთათ
- დიახ... რასაც ვუყურებდი, ამ ყველაფრის შემდეგ, მე შემრცხვა! საშინელებაა! თუ ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნუგზარ ბაგრატონი სინამდვილეში გვარად სიხარულიძეა, მაშინ მოიტანოს დამადასტურებელი საბუთი და დადოს, თუ არა და ცილისწამებისთვის უნდა აგოს პასუხი...
აბა, მართლა მცხეთაში დაკრძალული ბაგრატიონების ექსჰუმაცია ხომ არ მოხდება? ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ეს ყველაფერი, დედაჩემი ბაგრატიონი რომ იყო, მხოლოდ მაგიტომ კი არა, უპირველესად ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვხედავ, რომ არავისთვის არ არის ეს ამბები სასიკეთო და ქვეყანასაც აზიანებს!
სრულად იხილეთ kvirispalitra.ge
მასალის გამოყენების პირობები






