"ინსულტმა სხეულის მარჯვენა მხარე წამართვა, ფეხებზე ხშირად მაქვს წყლულები" - 78 წლის მარტოხელა მამაკაცსს საზოგადოების დამხარება სჭირდება
საზოგადოება - 11:58, 13 Mar, 2019     2843
„ღმერთი უმიზეზოდ არაფერს აკეთებს. ახლა მე მესმის, რომ ჩემი ინსულტი ერთადერთი გზა იყო, რომ მე რწმენა დამებრუნებინა. უფალი მძიმე განსაცდელს უმიზეზოდ არ გვიგზავნის“, - ეს სიტყვები 78 წლის მურაზ მაჭავარიანს ეკუთვნის. იგი II ჯგუფის ინვალიდი გახლავთ. მაღალი წნევის ფონზე მან იშემიური ინსულტი მიიღო და სხეულის მარჯვენა მხარე წაერთვა. გარდა ამისა, მურაზს დარღვეული აქვს სისხლის მიმოქცევა და ფეხებზე ხშირად უვითარდება წყლულები. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ მურაზს მაჭავარიანს :

- ბატონო მურაზ, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ?

მურაზი მაჭავარიანი: ჩვენ საკუთარი ბინა გვქონდა, მარგამ მძიმე წლებში დავკარგეთ იგი. დიდხანს სხვადასხვა მიტოვებულ სახლებში ვცხოვრობდით. მერე სახელმწიფომ ამ მოუწესრიგებელ შენობაში გამოგვიყო ბინა. ეს სახლი ჩვენ არ გვეკუთვნის და ვერ შევძელით ფართის დაკანონება. წყლის და გაზის გარდა სხვა არაფერი არის ამ სახლში.

- ყველაზე მეტად ამ ეტაპზე რა გესაჭიროებათ?

მურაზი მაჭავარიანი: გაიხედეთ, ბინაში თითქმის არ არის ავეჯი. საწოლები ნახევრად დანგრეულია. ზამთარში გამათბობელით ვთბებით, ხშირად ვთიშავთ, დიდ გადასახადს ვერ გავწვდებით. ტექნიკიდან მხოლოდ ძველი მაცივარი და გაზქურა გვაქვს. ტელევიზორი დიდი ხნის წინ გაფუჭდა, ვერ შევაკეთეთ.

მეგობრებო, მურაზ მაჭავარიანი წლებია გარეთ არ გასულა. მასთან ჩერნოვეცკის ფონდის სოციალური და სამედიცინო მუშაკები დადიან. მათი დახმარებით მოხერხდა მუნიციპალიტეტიდან მედიკამენტებით დახმარების მიღება. მედდები მურაზს უტარებენ გადაუდებელ სამედიცინო პროცედურებს.

მურაზ მაჭავარიანს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება! მიუხედავად მისი მდგომარეობისა, მას კიდევ შეუძლია სრულყოფილად იცხოვროს! თქვენი მცირედი დახმარებაც კი მნიშვნელოვანია! ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მურაზ მაჭავარიანი) გადარიცხვა შესაძლებელია ასევე ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42