ბაგრატიონების სკანდალი - სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, ერთ-ერთი დაპირისპირებული ხმარის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო მთელი დღე არკვევდა, თუ ვინ არის საქართველოს რესპუბლიკის მეფე:
„მთელი დღე სასამართლომ დაკარგა დრო იმაში, რომ გაერკვია, ვინ არის საქართველოს მეფე. შეგახსენებთ, საქართველო არის რესპუბლიკა და საქართველო ოფიციალურად არ აღიარებს არისტოკრატიულ ტიტულებს. სასამართლო არის შესული ჩიხში და დაადგა იმ გზას, რომელიც მისი საქმე არ არის, კერძოდ, ისტორიულ კვლევა ძიებას. არადა, საქმე არის ძალიან მარტივი - ერთი ფიზიკური პირი მეორე ფიზიკურ პირს ედავება, რომ შენ ჩემი სახელით უნებართვოდ ისარგებლეო. კეთილი ინებოს და დაადასტუროს მოსარჩელე მხარემ, როდის, სად, რა ვითარებაში გამოიყენა ჩემმა მარწმუნებელმა მათი სახელი. მათი სახელი კანონის საფუძველზე არის სახელი და გვარი,“ - აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.
მასალის გამოყენების პირობები






