გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ მრჩეველს, პროფესორ ჯეფრი დევიდ საქს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
საზოგადოება - 17:50, 12 Mar, 2019     946

„ყველაზე გავლენიანი ცოცხალი ეკონომისტი“, „მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ეკონომისტი“, "მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომისტი“ ასე მოიხსენიებენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებები ჯეფრი საქსს, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა მრჩეველმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა თსუ სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის წევრები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ეს არის უნივერსიტეტი, რომელმაც ერთი წლის წინ იზეიმა დაარსებიდან 100 წლის იუბილე. მომეცა საშუალება, რომ უნივერსიტეტისათვის გამეზიარებინა მნიშვნელოვანი მესიჯები მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე და ამაში უნივერსიტეტის მონაწილეობაზე. ჯანდაცვა, განათლება, ფინანსები და მთავრობის ახალი მიდგომა, რომ ქვეყნის შემოსავლების დიდი ნაწილი მოხმარდეს განათლებას - არის სწორი გზა. მიხარია, რომ საქართველომ აირჩია ეს გზა და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ წამოწყების მიმართ,“- აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

„ასეთი რანგის ადამიანების სტუმრობა საქართველოში ძალიან საინტერესო და მისასალმებელია,“ -განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, „ის, რომ ჯეფრი საქსი გახდა ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მართლა საპატიოა არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენთვისაც. ჯეფრი საქსი კვლავ დაბრუნდება საქართველოში, კვლავ გვექნება საშუალება, რომ სტუდენტებმა მოუსმინონ მის ლექციებს, ჩვენმა პროფესორებმაც იქონიონ მასთან კონკრეტული კავშირი გამომდინარე მათი საგნიდან. იმედია, რომ ჩვენი მთავრობაც ჩაერთვება ამ საქმიანობაში, რადგან ჯეფრი საქსი ძალიან ბევრ წარჩინებულ პროექტს ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს ბევრ ქვეყანაში.“

თსუ სტუდენტებსა და პროფესორებს ჯეფრი საქსი საქართველოს ეკონომიკის განვითარების გზებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა. „საკმაოდ საინტერესო ლექცია ჩაატარა ჯეფრი საქსმა, რომელმაც ილაპარაკა როგორც ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებზე, ისე გლობალურ გამოწვევებზე - გარემოს დაცვაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი მოსმენა, ვინაიდან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგე. ზოგადად, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების მოწვევა ჩვენს უნივერსიტეტში,“- აღნიშნა თსუ სტუდენტმა საბა სახვაძემ. ჯეფრი დევიდ საქსი არის მსოფლიოში ცნობილი პროფესორი ეკონომიკის დარგში, ყველაზე გაყიდვადი წიგნების ავტორი, ინოვაციური მასწავლებელი და მსოფლიო ლიდერი მდგრადი განვითარების სფეროში. კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობის დაწყებამდე იგი ოც წელზე მეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ის გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის დირექტორი, ასევე განვითარების საკითხებში გაეროს ფართო დიაპაზონის კომისიის კომისარი და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის სპეციალური მრჩეველია. პროფესორი საქსი „ცისფერი პლანეტის“ 2015 წლის ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42