12 წელი დანიელ ორტეგა მაუპატიურებდა - აყვანილი ქალიშვილი მამობილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
მსოფლიო - 14:52, 12 Mar, 2019     4656

12 წლის განმავლობაში მე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, აცხადებს ნიკარაგუის პრეზიდენტის დანიელ ორტეგას აყვანილი ქალიშვილი ზოლამერიკა ნარვეს მურილიო. მისი განცხადებით, მამობილი მასზე ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ძალადობდა, როცა "ნიკარაგუის სანდინისტური რევოლუციის" ლიდერი იყო.

მურილიო აცახდებს, რომ ორტეგას მისადმი სექსუალური ინტერესი 1977-78 წლებში გაუჩნდა, როდესაც ის ჯერ კიდევ 10 წლის ბავშვი იყო. ამის შესახებ მურილიომ ჯერ კიდევ 1998 წელს განაცხადა, თუმცა, ორტეგა ბრალდებას უარყოფდა, ხოლო ნიკარაგუის სასამართლომ 2001 წელს საქმე წარმოებაში არ მიიღო, მისი ხანდაზმულობის გამო.

"ის მაშინ რევოლუციის ეერთერთი ლიდერი იყო და მას "დედის მამაკაცად" ვთვლიდით. მან ჩემს პირად სივრცეში შემოჭრა დაიწყო. მე ვცდილობდი თავი დამეცვა, არ ვინძრეოდი, ვითომ მეძინა. მაგრამ ის არ ჩერდებოდა. მას შემდეგ, რაც 1979-ში რევოლუციონერებმა გაიმარჯვეს და სამოსა დაამხეს, ორტეგამ დიდი ძალაუფლება მიიღო. პარალელურად სექსუალურ ძალადობასთან ერთად, მას ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშაც ვყავდი. როდესაც ის მე მაუპატიურებდა, თან მეუბნებოდა, რომ მე უკვე მზად ვიყავი ამისთვის, ჩემი სხეული ჩამოყალიბებული იყო. მე მეშინოდა ეს ყველაფერი დედისთვის მეთქვა, თუმცა, სავარაუდოდ დედამ ეს იცოდა, მაგრამ დანიელ ორტეგას შეჩერება ვერ შეძლო. როდესაც 1998-ში მე ამის შესახებ ოფიციალურად განვაცხადე, დედაჩემმა და ორტეგამ ამ ყველაფრის უარყოფა დაიწყეს, ხოლო მე სხვადასხვა თავდასხმის ობიექტი გავხდი, გიჟი, მატყუარა და ამერიკის აგენტი გავხდი. ფორმალურად, ორტეგა სასამართლოს წინაშ წარსდგა, მაგრამ რადგან იგი ქვეყანაში ყველაფერს აკონტროლებდა, სასამართლომ საქმის ხანდაზმულობა მოიმიზეზა და წარმოება შეწყვიტა. ის ჩემთვის ყოველთვის მოძალადედ დარჩება, ხოლო დედა - მის ხელშემწყობად," აცხადებს მურილიო BBC-სთან ინტერვიუში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42