ეს სიტყვები 38 წლის მარინა ცერცვაძეს ეკუთვნის, რომლის ცხოვრება ერთმა წამმა შეცვალა. დიახ, ერთმა წამმა სიცოცხლით სავსე და ბედნიერი ქალი ეტლს მიაჯაჭვა.
ჩვენ ვესტუმრეთ მას და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:
-მარინა, მოგიყევით, რა შეგემთხვათ?
მარინა: ორი წლის წინ მეგობრებთან ერთად ავტოავარიაში მოვყევი, გზაზე მიმავალი მანქანა დაგვეჯახა. ვერ ვმოძრაობდი, ხერხემალში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ფეხებს ვერ ვგრძნობდი, მეგონა საერთოდ აღარ მქონდა. შემდეგ სუნთქვა გამიჭირდა, თურმე ნეკნმა ფილტვი „გამიხია“... შემდეგ ერთი ღვთისნიერი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც რეაბილიტაციის კურსი დაუფინანსა, თუმცა ბოლომდე ვერ მოვახერხე კურსის გავლა. ვერ შევძელი ტაქსით სარეაბილიტაციო ცენტრში სიარული. ფული არ მქონდა. ვაცდენდი პროცედურებს და შემდეგ მივხვდი, რომ ვერ დავასრულებდი ამ კურსს... არა და იცით როგორ მჭირდება?!
– ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის?
მარინა: ჩვენი რაიონის დეპუტატს ალექსანდრე ხუჯაძეს მივმართე, რომელმაც ფინანსური დახმარება აღმომიჩინა.
-ვინ გივლის თქვენ?
მარინა: 60 წლის დედა და 19 წლის შვილი.
ცერცვაძეების ოჯახი კარდიოლოგიის ყოფილი ინსტიტუტის შენობაში, ორ ოთახში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი მარინას პენსია და სოციალური შემწეობაა. ამ ბოლო დროს ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ფეხები გასივდა, სუნთქვაც უჭირს. აღსანიშნავია, რომ მერიამ გამოკვლევის თანხა გამოუყო, მაგრამ მარინას მედიკამენტების ყიდვა თავად უწევს, ამის ფული კი მას არ გააჩნია.
მეგობრებო, მარინა ცერცვაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება! ჩვენ შეგვიძლია მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ შევცვალოთ! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარინა ცერცვაძე) ან საიტიდან: chernovetskyifund.ge
მასალის გამოყენების პირობები






