"გიცხადებ სისხლიან შურისძიებას" - ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბლოგერს ემუქრება
მსოფლიო - 13:25, 12 Mar, 2019     2239

ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომეტ დაუდოვმა ჩეჩენ ბლოგერს ტუმსო აბდურახმანოვს ვიდეომიმართვა გაუგზავნა, სადაც მას პირად მტრად აცხადებს და "სისხლიანი შურისძიებით" ემუქრება.

აბდურახმანოვმა, რომელიც ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს, მაქსიმ შევჩენკოსთან ინტერვიუ გაავრცელა, სადაც რამზან კადიროვის მამას ახმატ კადიროვს ჩეჩენი ხალხის მოღალატე უწოდა. ამ ფაქტზე განაწყენებულმა დაუდოვმა თავის ინსტაგრამზე საპასუხო ვიდეო გაავრცელა.

"ოფიციალურად ვაცხადებ, ტუმსო, მე და ჩემი ძმები, და შენ კარგად იცი ვინ არიან ჩემი ძმები, იმ სიტყვების გამო, რაც შენ ახმატ-ხაჯიზე თქვი, "სისხლიან შურისძიებას" გიცხადებთ. სანამ ჩვენ ძარღვებში სისხლი დაგვიდის, ჩვენს პირად მტრად გაცხადებთ და მოგძებნით,მ სადაც არ უნდა დაიმალო," - ნათქვამია ჩეჩნურ ენაზე გავრცელებულ ვიდეოში.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აბდურახმანოვის მოკვლას არ აპირებს.

"მოვაგვარებთ ამას, მუსულმანური კანონებით მოვაგვარებთ. ჩვენ შენს მოკვლას არ ვაპირებთ, უბრალოდ გასაოცრად გაგამხიარულებთ. დღეიდან, როცა დასაძინებლად დაწვები, შეამოწმე, კარგად და საიმედოდ არის თუ არა ჩაკეტილი კარები. ქუჩაში რომ გახვალ ირგვლივ მიმოიხედე და თუ უცებ უკნიდან პანღურს მიიღებ, იცოდე, ეს შემთხვევით არ არის," - წერს დაუდოვი.

ვიდეო ამჟამად უკვე წაიშალა, თუმცა თავად ბლოგერმა მოასწო მისი კოპირება და თავის იუთუბზე დადო. იგი მუქარას საკმაოდ სერიოზულად აღიქვამს და ამის თაობაზე პოლონეთის შს-სა და საემიგრაციო სამსახურს ოფიციალური წერილიც გაუგზავნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42