"ობლობაში გაზრდილი 22 წლის გოგო, ვიღაცის დაუდევრობამ იმსხვერპლა!" - საზარელი ავარია სანაპიროზე
საზოგადოება - 12:55, 12 Mar, 2019     4133
თბილისში 8 მარტს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის სალომე ლომთათიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა გოგო ტაქსიში იჯდა.

სალომეს შესახებ, სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს.

"ტრიალებს დედამიწა მასზე დატეული ცოდვა-მადლით! ტრიალებს, რა ქნას, ვერ გაჩერდება, დროს ვერ გააჩერებს,დროს,რომელიც დღითიდღე გაუსაძლისი ხდება!

ვისთვის სიხარულია და არც მოშლოდეთ,ჩემთვის ტკივილია მარტი მრავალგზის და წელსაც გადაშავდა,დაითალხა გაზაფხულის დასაწყისი! ვერა და ვერ გამოვედი გლოვიდან!

ცას მიდიან გოგო-ბიჭები! ზოგიც ნებით და ზოგიც __უნებურად კარგები გაჰყავსო უფალს,მზის სხივს ედევნებიანო,ცას მიდიანო...

მოგვიმრავლდნენ ცასწავალები ნებით თუ უნებურად

უბედურდებიან დედები,აუბედურებენ შვილები და კიდევ მეტად სხვისი შვილები,ცოდვას იდებენ სამისდღემჩიოს

ვერავინ,ვერავინ გაიზიარებს დედის ტკივილს ამ დროს,არავის ძალუძს ამის გაზიარება,თუ გამოცდილი არ გაქვს!ვერც ნუგეშისცემას შეძლებს ვერავინ,შვილმკვდარი დედაც კი,რადგან ასეთ დროს ყველა სიტყვა ძალას კარგავს,მაგრამ სიცოცხლე თავისას ითხოვს,,მიცვალებულის სული თავისას და სანამ ამქვეყნად ყოფნის დრო არ ამოგვეწურება,უნდა გავუძლოთ,სხვა გზა არაა,სხვა ხსნა არაა!

ჩვენ,კლასელები სულშეძრულნი ვართ,ეს დღეები Nato Jafaridze-ს წუხილს ვწუხვართ,კიდევ ერთ გაუბედურებულ დედას დავტირით შვილის ცხედარს რომ ვერ შელევია! სალომე ლომთათიძის შეწყვეტილ სიცოცხლეს ვტირით დედასთან ერთად!

ჩვენი ყველაზე მხიარული,უბოროტო და უწყინარი მეგობრის სახეზე ღიმილი ჩაქრა,ობლობაში გაზრდილი შვილი ვვიღაცის დაუდევრობამ იმსხვერპლა!

ტრიალებს ცოდვა-მადლიანად დედამიწა,ტრიალებს და რაც უფრო მძიმდება ცოდვებით,მით უფრო სწრაფად მიაქროლებს დროს. ეგება და მხრების შერხევა,ცოდვებოს ჩამოფერთხვა უნდა,ან დაიღალა და ღერძიდან სურს ამოვარდნა,რომ ყველაფერს წერტილი დაუსვას?!" - წერენ სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42