ფოთში 8 წლის ბიჭს დენმა დაარტყა - მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
შემთხვევა - 10:03, 12 Mar, 2019     1556
ფოთში, 8 წლის ბიჭს დენმა დაარტყა. მოზარდი მძიმე მდგომარეობით, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა.

ბიჭუნა სავარაუდოდ, 9 აპრილის ხეივანზე, ერთ - ერთი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურზე აძვრა რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარი ინჟინერი ზურაბ ზალოგინი აღნიშნავს, რომ ქვესადგურზე უსაფრთხოების ნორმა დაცულია.

“ადგილობრივებს სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან ბავშვის ხმა გაუგიათ, გაუტეხავთ კარები და გამოუყვანიათ მოზარდი. აქ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. ბავშვი ალბათ ზევით აცოცდა და ჩაძვრა, იქ, სადაც პატარა ადგილი იყო ღია,“- თქვა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარმა ინჟინერმა.

დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს. მათი თქმით, ბავშვს სხეულის ვრცელი მიდამოს დამწვრობა აღენიშნებოდა.

“მდგომარეობა მძიმეა, მიღებული აქვს მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა,“- განაცხადა სასწრაფოს მორიგე ექიმმა ლალი დემანიამ.

„ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი ამბობს, რომ პაციენტს სხეულის 60% აქვს დაზიანებული.

“112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა 8 წლის მოზარდი, საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში, აღენიშნებოდა შოკი. სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწრობითი დაზიანება, სხეულის 60%-ის დაზიანებით. ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი. ჩაუტარდა ყველა საჭირო მკურნალობა და კვლევა, რის შემდეგაც სასწრაფო წესით, გარეფერალდა თბილისის შესაბამისი პროფილის კლინიკაში” თქვა „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42