დედოფალი მეფეს ტიტულებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, მეფე კი დედოფლს დნმ-ის ტესტის ჩატარებას სთხოვს, რადგან ეჭვობს, რომ დედოფალი სამეფო წარმომავლობის არ არის.
ნუგზარ ბაგრატიონს ყოფილი სიძე მოუწოდებს, შეწყვიტოს სამართლებრივი დავა, რადგან ეს სამეფო სახლს აზიანებს.
დავით ბაგრატიონ მუხრანელი ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს და ამბობს, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა და ნათესავებმა სხვისი გენიალოგია მიითვისეს. სამეფო ოჯახიდავა სასამართლოში გაგრძელდება.
ანა ბატონიშვილი ერთი წლის წინ ჟურნალ „სითისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თავის მშვიდ ხცოვრებასა და საყვარელი საქმეების დათმობაზე საუბრობდა.
„ქორწინებამდეც რთული გზის გავლა მომიხდა ჩემს თავთან, ფაქტობრივად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა და დავიწყე ახალ, სრულიად უცხო გარემოში არსებობა. მესმის, ძნელია 21-ე საუკუნეში მონარქიის რეკონსტრუქციისთვის გადადო თავი და ცხოვრება დაუკავშირო სრულიად უცხო ადამიანს, სხვა კულტურიდან მოსულს, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც მეც ვერ ვხსნი დღემდე. საიდან მოვიდა მაშინ იმხელა ძალა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ერთი ვიცი, რომ დღესაც იგივეს გავაკეთებდი, რათა პატივი მიმეგო ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის და წინაპრებისთვის. უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილი გიორგის დაბადებით“-ცხადებდა ანა ბატონიშვილი.
ცნობისთვის, გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ არის ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები






