„მე ვხედავდი, როგორ სხდებოდა ხალხი თვითმფრინავში და ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რომ 2 წუთის დაგვიანების გამო მე აღარ ამიშვეს.“- განაცხადა მავროპულოსმა Greek Reporter-თან. ფეისბუკზე მან თავისი „საბედისწერო“ ბილეთის ფოტოც გამოაქვეყნა.
მავროპულოსის თქმით, მან თვითმფრინავში ასვლა იმიტომ ვერ შეძლო, რომ ბარგი დროულად ვერ ჩააბარა. ავიაკატასტროფის შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ პოლიციამ ის დაკითხვაზე გადაიყვანა, რადგან ის იყო ერთადერთი მგზავრი რომელიც თვითმფრინავში არ ავიდა:
„ჩემსა და ავიაკატასტროფას შორსი ლოგიკური კავშირი არ იყო, რადგან ჩემი ბარგი ჩემთან იყო. სწორედ ამიტომ დაკითხვაზე დიდხანს აღარ გავუჩერებივარ.“- აღნიშნა მავროპულოსმა.
Ethiopian Airlines-ის Boeing 737-მა ავიაკატასტროფა კვირას განიცადა, ბორტზე 157 ადამიანი, მათ შორის 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






