ჰოლივუდი ცნობილი ჩოგბურთელების სერენა და ვენუს უილიამსების შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებს, რომელშიც მათი მამის, რიჩარდ უილიამსის როლის ფაქტო შესრულება ცნობილ მსახიობს, უილ სმიტს შესთავაზეს.
ამ ფაქტმა საზოგადოების ერთ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია, მათ მიჩნიათ, რომ უილ სმიტი "საკმარისად შავი არ არის" დები უილიამსების მამის როლის შესრულებისთვის. ფილმის პროდიუსერებს სოცქსელებში "ქოლორიზმში" ადანაშაულებენ.
აშშ-ში ამჟამად ახალი ტერმინი - "ქოლორიზმია" დამკვიდრებული, რომელიც რასიზმის ახალ მიმდინარეობას აღნიშნავს. მის თანახმად, ორ ფერადკანიან ადამიანს შორის, უპირატესობა ეძლევა იმ ადამიანს, რომლის კანის ფერიც უფრო ღიაა. სწორედ ეს ფაქტი გახდა ახალი ჰოლივუდური სკანდალის საფუძველი."რატომ "ათეთრებთ" რიჩარდ უილიმასს? ჩვენ ყოველდღიურად გვატყუებენ "ქოლორიზმის" მეშვეობით და ამას ჩვეულებრივად ვიღებთ. რიჩარდის როლის შესრულებისთვის ჰოლივუდში საკმარისად არიან უფრო შავკანიანი მსახიობები, მაგალითად, იდრის ელბა და მაჰერშალა ალი," - წერს ერთერთი "ანტიქოლორისტი" Twitter-ში.
უილ სმიტს დამცველებიც გამოუჩნდნენ:
"ისე ჩხუბობთ, თითქოს შავად "დაგრიმულ" ბრედ პიტს იღებდნენ რიჩარდ უილიამსის როლში. უილი ძალიან ცნობილი შავკანიანი მსახიობია და უპრიანია, რომ მან ითამაშოს არანაკლებ ცნობილი შავკანიანი სპორტული მწვრთნელის როლი, რატომ განიხილება აქ "ქოლორიზმი" საერთოდ? - წერს სმიტის დამცველი ქალბატონი.
სერენასა და ვენუსის მამა ლეგენდარული ფიგურაა მსოფლიო სპორტში. მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთის თამაშის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, მან ადრეული ასაკიდან დაიწყო დების წვრთნა და ისინი მსოფლიო ვარსკვლავებად აქცია.
გარდა კანის უფრო მუქი ფერისა, რიჩარდი მუდამ მომღიმარი სმიტისგან ზოგადი გარეგნობითაც გამოირჩევა - მას უფრო პირქუში გამომეტყველება აქვს.
უილ სმიტი, რომელიც როლზე ოფიციალურად დამტკიცებული ჯერ არ არის, ამ თავდასხმაზე კომენტარს ჯერ არ აკეთბს.


მასალის გამოყენების პირობები






