აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, რომელიც შესაძლოა პენტაგონის პირველი ქალი-ხელმძღვანელი გამხდარიყო, გადადგა
მსოფლიო - 16:21, 09 Mar, 2019     1250

8 მარტს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელი ჰიზერ უილსონი თანამდებობიდან გადადგა. მისი გადადგომის მიზეზი ტრამპთან უთანხმოებაა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკის სამხედრო უწყების მაღალჩინოსნები საკუთარი ნებით ტოვებენ თნამდებობას - შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერშ თანამდებობა თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა დატოვა.

ამერიკელი ექსპერტები სწორედ უილსონს მოიაზრებდნენ მატისი შემცვლელად თავდაცვის მინისტრის პოსტზე, რის შედეგადაც იგი პირველი ქალი-თავდაცვის მინისტრი იქნებოდა აშშ-ის ისტორიაში.

უილსონი, ისევე როგორც მატისი უკმაყოფილო იყო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული არც თუ ისე მკაცრი პოლიტიკის გამო. ამასთან მან გასულ წელს აშშ-ის კოსმოსური ძალების" შექმნის იდეა გააპროტესტა, რასაც ამ სპეციალური ქვედანაყოფის სამხედრო-საჰაერო ძალებისადმი დაქვემდებარება გამოიწვია.

ტრამპმა უილსონის გადადგომა უკვე დაამტკიცა, მადლობა გადაუხადა და საუნივერსიტეტო პედაგოგიურ საქმინობაში წარმატებები უსურვა.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის პოსტს, უილსონის წასვლის შემდეგ ამ თანამდებობას პატრიკ შანახანს უწინასწარმეტყველებენ, რომელიც ამჟამად მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42